27 ნოემბერს ახალქალაქის რაიონის სოფლებში აქცია “ჩვენ ერთმანეთისთვის ვიცრებით” გრძელდება. სოფელ ოკამში მსოფლიო ბანკისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები სოფელ ოკამის, გოგაშენის, ქარცეფისა და აზმანის მოსახლეობას შეხვდნენ. ადგილზე 50 მოსახლე აიცრა.

patvastanyut

bnakichner

ოკამში თბილისელ ჯგუფთან ერთად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მკრტიჩ მღდესიანიც იმყოფებოდა. ჟურნალისტებთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკვე აცრა და მოსახლეობასაც ამასვე მოუწოდებს.

Mkrtich Mghdesyan

„ერთი თვის წინ მეორე დოზაც მივიღე, არც მიგრძვნია, რომ ინექცია გამიკეთეს. ფაქტია, რომ ვაქცინირებული ადამიანები, რომლებიც ინფიცირებულნი არიან კორონავირუსით, უფრო ადვილად იტანენ მას. თუმცა არ არსებობს მტკიცებულება, რომ არავაქცინირებული ადამიანებსაც ადვილად გადააქვთ ვირუსი. ბუნებრივია,  მოქალაქეებს აცრებისკენ მოვუწოდებ. იყო შემთხვევები, გაზვიადების გარეშე ვამბობ, როცა მეგობრებთან ერთად ვიყავით და მათ შორის ინფიცირებულიც იყო და სხვებიც დაინფიცირდნენ, მე კი – არა. ჩინური Sinopharm-ით ავიცერი“, – განაცხადა მღდესიანმა.

pfizer patvastanyut

hokami bnakich

ოკამში რამდენიმე თანამდებობის პირი აიცრა: არტურ ფამბუხჩიანი (სოფ. ქარცეფის სპეციალისტი), უშანგი ოქროაძე (ოკამის, ქარცეფისა და აზმანის სოფლების წარმომადგენელი, მურჯახეთი), მანუშაკ თოროიანი (სოფელ ოკამის და ქარცეფის მედდა), ანზორ მიქელაძე (სოფელ ოკამის №1 სკოლის დირექტორი) სხვა.

Artur Pambukhchyan

quyr patvastum

მოსახლეობის წახალისების მიზნით, 27 ნოემბერს  აცრა ინფექციონისტ-ექიმ ალექსანდრე გოგინავასაც ჩაუტარდა, რომელმაც ფაიზერის ვაქცინის მესამე, „გამაძლიერებელი“ დოზა მიიღო.

Alexsandre Goginava

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში თეონა თოდუამ განაცხადა, რომ 16 დეკემბერს მუნიციპალიტეტში კვლავ მივლენ, რათა მეორე დოზა გადასცენ მათ, ვინც დღეს პირველი დოზა მიიღო.

მსგავსი შეხვედრა 26 ნოემბერს ნინოწმინდის რაიონის სოფელ ჯიგრაშენსა და დიდ გონდურაში გაიმართა, სადაც აცრა 21 მცხოვრებს ჩაუტარდა.

კამპანიას “ვაქცინაცია ერთმანეთისთვის” მსოფლიო ბანკის Covid-19-ის სწრაფი რეაგირების პროექტი უჭერს მხარს. ვაქცინაციის კამპანია ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება.