სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტებში წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, პანდემიის მართვის საკითხები, როგორიცაა აცრების წახალისება, მოსახლეობის ინფორმირება, აღნიშნულ პროცესებში მუნიციპალიტეტების ჩართულობა. ასევე იმსჯელეს მუნიციპალიტეტების მომავალი წლის ბიუჯეტების დაგეგმვისას აქცენტირებულ ძირითად მიმართულებებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ რწმუნებულის მოადგილე შალვა ბერძენიშვილი, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი მარინა გაჩეჩილაძე, რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელი გიორგი მიქელაძე და მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეები.