სომხეთის გეღარქუნიკის რაიონის სოფელ ნორაბაკთან სროლა 22 ნოემბერს დაახლოებით 18:10 საათზე დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აზერბაიჯანის მხრიდან სროლის შედეგად 2002 წელს დაბადებული რიგითი სურენ იურის ძე საფარიანი დაიღუპა.

19:30 საათისთვის სროლა შეწყდა.