საქართველოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი ეწვია.
თბილისის, შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი დახვდა.
2-დღიანი ვიზიტის ფარგლებში პაშინიანი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს შეხვდება.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში 4 მარტს დასრულდება.