ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გუშინ, გავიდა სიუჟეტი, რომელის სომხური მაწოვნის ექსპორტის შეზღუდვას შეეხებოდა. მაწვნის ბოთლზე სომხურ ენაზე განთავსებული იყოს წარწერა: “ყარაბაღი აზერბაიჯანია”, “დოლმაც აზერბაიჯანია”.
დღეს, ტელეკომპანია „იმედმა“ უკვე წაშალა მასალა საიტიდან და „ტექნიკური შეცდომისთვის“ ბოდიში მოიხადა, თუმცა შეცდომის მიზეზები არ განუმარტავთ.
საქართველოში მაწვნის შემოტანის აკრძალვის შესახებ ვიდეოში პოლიტიკურად პროვოკაციული ფონი სამოქალაქო აქტივისტმა, გიორგი თუმასიანმა შენიშნა, რომელმაც მასალა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
ეს თემა არაერთი მედიასაშუალების, ასევე საზოგადოების განხილვის საგანი გახდა.
JNEWS-ი დაინტერესდა, რატომ გავიდა სიუჟეტში ბოთლები ასეთი წარწერით? თავიდან გვითხრეს, რომ დაგვირეკავდნენ, შემდეგ, ტელეკომპანიის განცხადების ბმული გამოგზავნეს, სადაც განმარტებული იყო, თუ რატომ გავიდა ეთერში ამ შინაარსის სიუჟეტი.
რაც შეეხება ვიდეოჩანაწერს, ამ დროისთვის გვერდი აღარ იძებნება. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ვიდეო ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა წაშალეს.
ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია:
„ქრონიკის 20:00-ის გამოცემაში იყო შეცდომა, კერძოდ, ვიდეოს „ქართული მაწონი vs. მაწუნი”, მასალაში გამოყენებული ფოტოს წარწერა არ ემთხვევა ორიგინალს. ტელეკომპანია „იმედის“ პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ეს იყო ტექნიკური შეცდომა, გამოთქვამენ შეშფოთებას და ბოდიშს იხდიან შეცდომისთვის. ვიდეოს ეს ნაწილი წაიშლება ჰოლდინგის ყველა სოციალური პლატფორმიდან“.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ სომხეთს აუკრძალა სომხური რძის პროდუქტების წარწერით „მაცუნი“ რუსეთში საქართველოს ტერიტორის გავლით ექსპორტი, იუწყება სომხეთის ეკონომიკის სამინისტრო. აღსანიშნავია, რომ “მაწონი” საქართველომ თავის გეოგრაფიულ აღნიშვნად (Geographical indication, GI) დაარეგისტრირა.