19 წლის სარქის სააკიანის სახლი, რომელიც 18 ნოემბერს გარდაიცვალა, სოფელ ფოკას განაპირას მდებარეობს. ოჯახის, მშობლებისა და ორი ძმის მხარდასაჭერად სოფლის მცხოვრებლები მიდიან. გარდაცვლილის ახლობლებმა არ იციან როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა სარქისი და ვინ არის პასუხისმგებელი მის სიკვდილზე.
ფოკას მოსახლეობა სააკიანების სახლის ეზოში შეიკრიბა. 25 დღის წინ სარქისი სოფელ ფოკადან კიდევ 6 ახალგაზრდასთან ერთად ახალქალაქში სამხედრო სამსახურისთვის წავიდა. ახლობლები ვერ ეგუებიან იმ აზრს, რომ ჯანმრთელი ახალგაზრდა ცოცხალი აღარ არის, რომ მათ კითხვებზე პასუხი არ არსებობს – რატომ გარდაიცვალა ახალგაზრდა და ვინ არის პასუხისმგებელი მის სიკვდილზე.
„როდესაც ოპერაციის შემდეგ მშობლებმა ვაჟი ახალციხიდან სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისიდან სახლსი წამოიყვანეს, დაურეკეს და უთხრეს, რომ განყოფილებაში დააბრუნებულიყვნენ. უთხრეს, ან უჩივლებდნენ, ან 15 000 ლარით დააჯარიმებდნენ. სამხედრო პირი იყო, მის მაგივრად პასუხი ვის უნდა ეგო, მხოლოდ 25 დღე იმსახურა, ფიცის დადებაც ვერ მოასწრო. სხვა საკითხია, რატომ გაიწვიეს ჯარში; ავად იყო. კომისია არ შედგა? გუშინ მთელი სოფელი ბიჭის მოსაყვანად წავიდა. სოფელში არავინ იყო, მხოლოდ ჟურნალისტები ჩამოვიდნენ. არც ჯარიდან დაურეკავთ და არც პოლიციიდან, ოჯახის მოსაკითხად. ეს ქვეყანა სრული არეულობაა,როგორ შეიძლება ასე?“ – აცხადებს სოფლის ცენტრში შეკრებილი სოფლის მოსახლეობა.
სახლის ეზოში თანასოფლელები შეიკრიბნენ, სახლში, დერეფანში ახლო ნათესავები, ბაბუა, ბიძები სხედან… შიგნით მშობლები და სხვა ახლო ნათესავები ტირიან და სწუხან. არავისთან საუბრის ძალა და სურვილი არ აქვთ.
„არაფერი უკითხავთ, არაფერზე უსაუბრიათ. უკანონო ოპერაცია და არალეგალურად პაციენტის მოვლა. ახალციხეში გადაიყვანეს, ოპერაცია გაუკეთეს, სამხედრო ჰოსპიტალში (სამხედრო განყოფილების ლაზარეთი), ახალქალაქში მიიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. ტელეფონი არ ჰქონდა, რადგან წაართვეს. მეორე დღეს დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ოპერაცია გაუკეთეს. 3 დღე იწვა საავადმყოფოში. კარგ მდგომარეობაში იყო, გამოწერეს, ბავშვი სახლში წავიყვანეთ. თავს კარგად გრძნობდა. მერე დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ განყოფილებაში წაგვეყვანა, რათა ჰოსპიტალში დააწვინონ. წავიყვანეთ, ღამე გავიდა და დღისით პირველ საათზე ბავშვი ახალციხის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. უკვე გარდაცვლილი იყო. მხოლოდ 4 საათზე შეგვატყობინეს, რომ გარდაიცვალა და ისიც სხვებისგან გავიგეთ. შესაძლოა ექსპერტიზა ორი თვე გაგრძელდეს. არავინ არაფერს ამბობს, პასუხები არ გვაქვს. გუშინ მორგიდან ბავშვის მოსაყვანად წავედით, მხოლოდ პოლიცია იყო, მეტი არავინ. არაფერს ამბობენ“, – განმარტავსსარქის სააკიანის ერთ-ერთი ახლობელი.
19 წლის სარგისს 2 უმცროსი ძმა ჰყავს.
თავდაცვის სამინისტროში Jnews-ს განუცხადეს, რომ სამხედრო პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო.
სარგის სააკიანი საავადმყოფოში მისვლამდე გარდაიცვალა
ახალქალაქის საავადმყოფოს ექიმი ალექსან თოროიანი აცხადებს, რომ ექსპერტიზამ ზუსტი მიზეზი უნდა გამოავლინოს, თუმცა დიდი ალბათობაა, რომ 19 წლის ბიჭი თრომბოემბოლიით გარდაიცვალა.