ნინოწმინდელმა ახალგაზრდებმა, მუნიციპალიტეტის მერს ინიციატივით მიმართეს. ადგილობრივი სტუდენტები და აბიტურიენტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სტიპენდიების პროგრამის გათვალისწინებას ითხოვენ წარმატებული სტუდენტებისთვის.
ახალგაზრდებს აქვთ სურვილი 2023 წლის ნინოწმინდის ბიუჯეტში მოხდეს ახალი პროგრამის დამატება, რაც ხელს შეუწყობს ნინოწმინდელი ახალგაზრდების მოტივირებასა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, გაზრდის მოტივაციას უმაღლესი განათლება საქართველოში არსებულ უნივერსიტეტებში მიიღონ.
ახალგაზრდებმა მუნიციპალიტეტს წერილობითაც მიმართეს.
სატელევიზიო დისკუსია პროექტის “თანამონაწილეობითი ბიუჯეტირება მოქალაქეების ინტერესებისთვის” ფარგლებში ჩაიწერა. პროექტს ა.ო სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი, NDI-ს მხარდაჭერით ახორციელებს.