18 ნოემბერს, ახლად მოწვეული სამხედრო, 19 წლის სარქის სააკიანი, კუჭის ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. თავდაცვის სამინისტროში Jnews-ს განუცხადეს, რომ გაურესების გამო ბიჭი საავადმყოფოში მისვლამდე გარდაიცვალა. 19 წლის სარქის სააკიანის გარდაცვალების ფაქტს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია იძიებს.
ამჟამად ცნობილია, რომ 11 ნოემბერს სარკის სააკიანს ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში კუჭის წყლულის ოპერაცია ჩაუტარდა. ოჯახს მეორე დღეს შეატყობინეს, 16 ნოემბერს კი გაწერეს. როდესაც ბიჭი ცუდად გახდა და ხელახლა გადაიყვანეს საავადმყოფოში. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, რეკრუტი საავადმყოფოში მისვლამდე გარდაიცვალა.
“ექსპერტიზა ჩატარდა, რათა გაგვეგო რა და როგორ მოხდა. ანალიზის შედეგები კითხვებს უპასუხებს. გამოძიება გაარკვევს ყველაფერს“, – აცხადებენ სამინისტროში.
სარქის სააკიანი კლინიკაში უკვე გარდაცვლილი, 18 ნოემბერს გადაიყვანეს. ყოველივეს ახალქალაქის საავადმყოფოშიც ადასტურებენ.