ნინოწმინდის რადიო ნორის შეტყობინებით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც სომხეთიდან 15 მარტის საღამოს შემოვიდა საქართველოში, აბასთუმნის ფილტვის ცენტრის იზოლირებულ ზონაში მოათავსეს. კორონავირუსის ნიშნები მას არ დაუდგინდა, თუმცა მოქალაქე ჯერ კიდევ კარანტინშია.
«ნინოწმინდის» საბაჟოზე შემოწმებისას, საქართველოს ერთ მოქალაქეს, რომელიც ნინოწმინდიდან არის, ტემპერატურა 37℃ ჰქონდა. ამ მიზეზით ის აბასთუმნის ფილტვის ცენტრში გადაიყვანეს.
ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აღნიშნული ინფორმაცია უარყვეს. მათი განცხადებით, მათი თანამშრომლები «ნინოწმინდის» საბაჟოზე მორიგეობენ და კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
აბასთუმნის ფილტვის ცენტრში დაამტკიცეს ინფორმაცია, რომ გუშინ საღამოს «ნინოწმინდის» საბაჟოდან გადაყვანილი იყო მოქალაქე, რომელსაც მაღალი ტემპერატურა ჰქონდა.
«არავითარი სიმპტომი მას არ გააჩნდა. ძალიან კარგ მდგომარეობაშია. ჩვენ მუდმივად ვამოწმებთ, საჭიროების შემთხვევაში, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გავაგზავნით»,- თქვა ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის კლინიკურმა მენეჯერმა კახა ბერიძემ.
აღნიშნულ ცენტრში კარანტინის გამოცხადების დღიდან შეამოწმეს 50 პაციენტი, არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუმტკიცდა. დღესდღეობით ცენტრში 16 ადამიანია, რომელთა მდგომარეობა ნორმალურია. ზოგიერთ მათგანს კარანტინის ვადა ეწურება და ისინი სახლში დაბრუნდებიან.