ნინოწმინდის ახალგაზრდულ ცენტრში 27 მარტს, ხალიჩების ქსოვისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების სათაური იყო ოვანეს შირაზის დედის სიტყვები: “ისწავლე ხელობა, ნუ იქნები წუნია, ხელობა – ადამიანის ოქროს სამაჯურია”.

1

ნინოწმინდის ახალგაზრდული ცენტრის აღზმრდელებმა სასცენო დადგმებისა და ხალხური სიმღერების საშუალებით ხელობის და ხალიჩების ქსოვის დანიშნულება წარადგინეს. დადგმული იყო ღაზაროს აგაიანის ზღაპარი «ანაიტი».

«ხალიჩების ქსოვის გაკვეთილებზე ბავშვები არა მხოლოდ ხელობას სწავლობენ, ასევე სომხური  ხალიჩების ქსოვის ისტორიას ეცნობიან», – ამბობს ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი, კარინე თადევოსიანი.

3

წარმოადგინეს ფერების მიღების ნატურალური ხერხი, რაც სომხური ხალიჩების ქსოვაში გამოიყენება. ისაუბრეს ძველ სომხურ ევანგელიებზე და სიტყვებზე – «ხალიჩა» და «კარპეტი» , რომლებიც პირველად ტავუშის ერთ-ერთ ეკლესიაში იყო აღნიშნული, იმ უდავო ფაქტზე, რომ, მიუხედავად გეოპოლიტიკური და ისტორიული აღმავლობის და დაცემებისა, სომხური ხალიჩების ქსოვამ შეინარჩუნა შეუდარებელი სიმდიდრე და ეროვნული ხელოვნების ორნამენტები.

4

“ღონისძიების ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვებს დავეხმაროთ ხელმისაწვდომი მეთოდებით შეისწავლონ ხელობის მნიშვნელობა, დავიწყებას არ მიეცეს სომეხი ერის კულტურულ-ისტორიული ღირებულებები”,- დაამატა ღონისძიების ორგანიზატორმა, ლალა შაᲰბეკიანმა. ის არის ნინოწმინდის ახალგაზრდულ ცენტრში ხალიჩების ქსოვის წრის ხელმძღვანელიც.

აღსანიშნავია, რომ ნინოწმინდის ახალგაზრდულ ცენტრში ხალიჩების ქსოვის წრე უკვე 7 წელია მოქმედებს და ამ პერიოდის განმავლობაში ლალა შახბეკიანს 150 მოსწავლეზე მეტი ჰყავდა.