დღეს, 18 აგვისტოს, ნინოწმინდაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელიც ორგანიზებული იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ სამცხე-ჯავახეთის რეგიონისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით.

DSC_3143

შეხვედრა ნინოწმინდის მერიის წინ შედგა. სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურს თან ახლდა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, ბესიკ ამირანაშვილი. მათ შეუერთდა ნინოწმინდის მერი, ანივარდ მოსოიანიც.

შეხვედრის მიზანი იყო კიდევ ერთხელ შეახსენოს მოსახლეობას COVID-19– ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობა, უპასუხონ მოსახლეობაში არსებულ კითხვებს. ამისთვის სამინისტროს თანამშრომლებმა მოსაზხლეობას გადასცეს საინფორმაციო ბუკლეტები სომხურ ენაზე, რომლებიც შეიცავს მოკლე პასუხებს კითხვებზე: რატომ არის საჭირო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რატომ არის ამის საჭიროება, შესაძლებელია თუ არა ინფიცირება ვაქცინაციის შემდეგ და ვაქცინაცია უსაფრთხოა თუ არა?

DSC_3158

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე მოსახლეობას ესაუბრა ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე, ამიტომ შეხვედრის ერთ -ერთი მიზანი იყო ინფორმაციის გავრცელება სომხურ ენაზე, სადაც სომეხი ეროვნული უმცირესობა კომპაქტურად ცხოვრობს.

”ჩვენი მთავარი მიზანია ვიმუშაოთ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ზოგადად და რეგიონებში მაქსიმალურად. ჩვენ ყველანი უნდა ავიცრათ “, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა.

DSC_3110

თავის მხრივ, რეგიონის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის სამცხე-ჯავახეთში აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი, მიუხედავად ნელი ტემპისა, რაც გამოწვეულია ახალციხეში ახალგაზრდა მედდის გარდაცვალებით და მასთან დაკავშირებული შიშებით.

”უკვე 10 დღეა, თითქმის 2 კვირის განმავლობაში, ახალციხეში და რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში ძალიან სწრაფად გაიზარდა აცრის მსურველთა რიცხვი. იყო პრობლემები ჯავახეთში, ძალიან მცირე რაოდენობის განმცხადებელი გვყავდა. ქვეყანაში 25,000 -ზე მეტი ადამიანია აცრილი და ჩვენ არ გვაქვს, არც ერთი საშიში შემთხვევა, ან ანაფილაქსიური შოკი, ” – თქვა გუბერნატორმა.

 

DSC_3142

შეხვედრის დაწყებამდე გუბერნატორმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა მოინახულეს ახალქალაქისა და ნინოწმინდის კლინიკები, სადაც ტარდება ვაქცინაცია. ანალოგიური საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება დღეს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძასა და ფოკაში.