Jnews-მა ჩაატარა თოქ-შოუ “ცხოვრება შეზღუდვების გარეშე” თემაზე “ვაქცინაცია COVID-19-ის წინააღმდეგ”. ჩვენი მკითხველებისა და მაყურებლების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს: ახალქალაქის რაიონული საავადმყოფოს მენეჯერმა, ალექსანდრე თოროიანმა და იმუნიზაციის ეროვნული ტექნიკური საკონსულტაციო ექსპერტების ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახ. ცენტრალური საბავშვო საავადმყოფოს კლინიკური დირექტორმა, თსსუ-ს პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ.