სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექცია 766 ადამიანს დაუდასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, სომხეთში „კოვიდ-19“-ით საერთო ჯამში 65 460 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან 48 208 უკვე გამოჯანმრთელდა.
სომხური მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ინფექციას ათი ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილების საერთო რაოდენობა კი 1 091-ს აღწევს. კიდევ ორი კოვიდინფიცირებული სხვა დაავადებით გარდაიცვალა. ასეთი შემთხვევების რაოდენობა სომხეთში 316-ია.