ოპოზიციის მიტინგზე, ბაგრამიანის გამზირზე «სამშობლოს გადარჩენის მოძრაობის» მხრიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ვაზგენ მანუკიანმა პროტესტის მონაწილეებს აცნობა, რომ მომავალი დღეები გადამწყვეტი იქნება.
«2018 წელს ნიკოლ ფაშინიანი კორუფციასთან ბრძოლის სახელით შევიდა არმიაში და წელში გადატეხა ის. არმია ჩუმად და წყნარად დაემორჩილა ამას, ხოლო ხალხი ტაშს უკრავდა. სიტყვა «გენერალი» დამამცირებელი გახდა. ამ ყველაფრის შედეგი ომის დროს ვნახეთ. ახლა მეორე ნაბიჯის გადადგმაა საჭირო. ეს არის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის გაშვება, დაძაბულობა, რომელიც არმიაში სუფევს, კვლავ იგეგმება არმიის დაშლა, რადგან ზედმეტად დამოუკიდებელია», – თქვა მანუკიანმა.
მან აღნიშნა, რომ ნიკოლმა ნაბიჯი გადადგა, არმიამ კი საკუთარი ნაბიჯი გადადგა, თქვა, რომ ნიკოლს არ იღებს.
«ნიკოლმა ონიკ გასპარიანის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება შეიტანა. ახლა რა შეიძლება მოხდეს? და ეს თუ არ გამოუვა, ყველა ძალოვანი სტრუქტურის თვალში დამარცხებული იქნება. ეს ნიშნავს, რომ მას არცერთი ძალოვანი სტრუქტურა არ დაემორჩილება, რადგან დამარცხდა. თუკი გაიმარჯვებს, ონიკ გასპარიანს საკონსტიტუციო სასამართლოს, ან პრეზიდენტის საშუალებით მოხსნის, რასაკვირველია, არმია ფეხზე უნდა დადგეს. მაშინ დაიწყება სომხეთისთვის გადამწყვეტი დღეები»,- აღნიშნა მან.
ვაზგენ მანუკიანის თქმით, არმია ფეხზე დადგება, თუ ვერ დადგება, ეს მათ უნდა გააკეთონ.
«ჩვენ ბევრი რამის გაკეთება მოგვიწევს, რაიონებში სიარული და ასე შემდეგ. მაგრამ ამ რამდენიმე დღეში მთელი ბრძოლის ბედი წყდება. ორივე შემთხვევაში ნიკოლ ფაშინიანის დამარცხებას ვხედავ. მეორე შემთხვევაში, თუკი ჩვენ და არმიას მთელი ერი შემოგვიერთდება. ამისთვის მყარად უნდა ვიდგეთ, მომთმენნი ვიყოთ და გადამწყვეტი ქმედებებისთვის მოვემზადოთ»,- აღნიშნა მანუკიანმა.
ვაზგენ მანუკიანი აცხადებს, რომ წინ გადამწყვეტი დღეებია.
წყარო: Panorama.am