ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში წეროები დაბრუნდნენ. ლამაზი ჩიტების წყვილები ბუდეებს იშენებენ, ემზადებიან შთამომავლობის გასაგრძელებლად. სულ მალე, ბუდეებიდან პატარა ჩიტები გადმოიხედავენ.

წყლის რესურსებით მდიდარი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი წეროებისთვის მიმზიდველ გარემოს ქმნის, რის გამოც სულ უფრო და უფრო მეტი წერო მოფრინავს.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დაახლოებითი მონაცემებით, ყოველწლიურად თითქმის 270 სახეობის ჩიტი მოფრინავს. რაც შეეხება თეთრ წეროებს, წელს პირველი წერო, ჯერ კიდევ თებერვლის შუა რიცხვებში გამოჩნდა. წეროები ბუდეებს ყველაზე ხშირად იქ იშენებენ, სადაც მათი მონათესავე სახეობები არიან.

Aisti

თეთრი წერო უპირატესობას ისეთ ადგილებს ანიჭებს, სადაც გუბე, ჭაობი და წყალსაცავებია. ბუდეს ხშირად იშენებენ სახურავებზე და ხეებზე, რომლებიც საცხოვრებელი ადგილების სიახლოვეს მდებარეობს. ასევე, მაღალი ძაბვის სადენებზე. წეროს ბუდის დიამეტრი 1 მეტრს შეადგენს, ამიტომ წეროების წყვილების გარდა, იქ ეტევიან პატარა ჩიტებიც (ბეღურები).

ბუდეებში, როგორც წესი, ორიდან ხუთ კვერცხამდეა. ინკუბაციის პროცესში ორივე მშობელი მონაწილეობს: დედალი ბუდეს ღამით დარაჯობს, მამალი – დღისით. ავადმყოფებ და სუსტ ბარტყებს მშობლები გარეთ ყრიან. პატარა წეროები იკვებებიან ჭიებით, რომელიც მშობელს ნისკარტით მოაქვს. ამ ჩიტების ძირითადი საკვები – ბაყაყები და მსხვილი კალიები არიან. წეროები ასევე, იკვებებიან ჭიაყელებით.