საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ფარგლებში, შეზღუდვების მოქმედების პერიოდში 21 მარტიდან 22 მაისამდე, აღნიშნული რეჟიმის დარღვევისათვის ქვეყანაში 8737 ფიზიკური და იურიდიული პირი დაჯარიმდა. სამცხე-ჯავახეთი
სტატისტიკის თანახმად მეორე «კანონმორჩილ» რეგიონად ითვლება, აქ სულ 230 ადმინისტრაციული დარღვევაა დაფიქსირებული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი მონაცემების თანახმად, ჯარიმების მინიმალური რაოდენობა დაფიქსირებულია გურიის რეგიონში, სულ 162 დარღვევის შემთხვევა, სადაც ჯარიმები გამოწერილია 161 ფიზიკურ პირზე და 1 იურიდიულ პირზე. შემდეგ მოდის სამცხე-ჯავახეთი 230 დარღვევის შემთხვევით, თუმცა 228 ფიზიკური პირების მხრიდან, და 2 — იურიდიული. ცალკეული მუნიციპალიტეტების მიხედვით სტატისტიკა ჯერჯერობით არ არის წარდგენილი.
ჯარიმების ყველაზე დიდი რაოდენობა გამოწერილია თბილისში- 2513, ხოლო მაქსიმალური რაოდენობით მეორე არის ქვემო ქართლი- 1972 დარღვევა.