ნინოწმინდის მერია ადგილობრივი ხელისუფლებისა და ჯავახეთის ეროვნული პარკის წარმომადგენლებს შეხვდა. განხილვის თემა – ფარავნისა და საგამოს ტბებში თევზის ქვირითობა და თევზაობის აკრძალვა.

ნინოწმინდის მერიაში ჯავახეთის ეროვნული პარკის, სამცხე-ჯავახეთის გუბერნიის, პოლიციის წარმომადგენლები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმ დეპუტატებსა და მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც საქართველოს უდიდესი ტბების, ფარავნისა და საგამოს სანაპიროებთან ცხოვრობენ.

ჯავახეთის ეროვნული პარკის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 15 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ამ ტბებში თევზაობა აიკრძალება. ყოველივე იმ რეგულაციებმა გამოიწვია, რომლებიც ქვირითობის დროს თევზაობას კრძალავს.

შეხვედრას ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი და სოფელ ფოკას, ტამბოვკას, განძას, საგამოს, ფარავნის ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

DSC_6030

მიმდინარე წლიდან ფარავნისა და საღამოს ტბები ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებში შედის. ჯავახეთის ეროვნული პარკის ხელმძღვანელობამ ხელისუფლების წარმომადგენლებს მოსახლეობის მომზადება, ინფორმირება სთხოვა, რათა ბრაკონიერობის შემთხვევები და დაჯარიმება არ დაფიქსირდეს, რომელიც კილოგრამების მიხედვით იზრდება. ბრაკონიერობა როგორც საქართველოს ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ისჯება.

ჯავახეთის ეროვნული პარკის ხელმძღვანელობამ თავისი გადაწყვეტილება, თევზაობის დროებით აკრძალვაზე, კეთილშობილური მიზნით დაასაბუთა – რათა ამ ხნის განმავლობაში თევზმა გამრავლება და გაზრდა მოასწროს. თევზი იყიდება, თუმცა კილოგრამი 8 ლარად.

სსრკ-ს დაშლის შემდეგ ბრაკონიერებმა, ანუ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, რომლებიც საარსებო საშუალებების გარეშე დარჩნენ, გაანადგურეს ეს სახეობა და ტბებში კობრი და საზანი მოამრავლეს, რომელნიც სასოფლო-სამეურნეო ხიზილალით იკვებებოდა. ეროვნული პარკი იმედოვნებს ამ გზით ენდემური თევზის სახეობა შეინარჩუნოს და გაამრავლოს. რაც ეკოლოგიურ სუსაფთავეს ნიშნავს.

Ribak

თევზჭერა-ადგილობრივი მცხოვრებლების მთავარი შემოსავალი. აკრძალვამ ზარალი ადგილობრივ მოსახლეობას მოუტანა. მათი თქმით, თევზი იმ დროს იყიდება, როცა ყინულის სქელი ფენა, ანუ ნახევარი მეტრი ჯერ არ ჩამოყალიბებულა. ტბებზე ყინული აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისამდე რჩება. ამ დროს მეთევზეები დიდი რაოდენობით თევზს ვერ იჭერენ. როგორც სოფლების წარმომადგენლებმა განმარტეს, ზოგადად ქვირითობის შემდეგ თევზი “მიწისქვეშ” გადადის. ადგილობრივი მოსახლეობის 70%, დიდი თუ მცირე ბიზნესით, თევზაობითაა დაკავებული. მწარმოებლის დონე დამოკიდებულია აღჭურვილობაზე, ბადეებზე, ძრავიან ნავებზე და ა.შ.

„გაზაფხულზე სოფლის მეურნეობის მინისტრი რომ მოვიდა და განაცხადა, რომ აკრძალვები დაწესდება, მაგრამ თევზს ზომის მიხედვით დაიჭერდნენ. გარკვეულწილად, მოსახლეობა მოვატყუეთ. მაგრამ თუ დღეს ვიტყვით, რომ საერთოდ ვერ შეძლებთ თევზაობას, სწორედ ეს იქნება ტყუილი. მოდი, ვიფიქროთ რაიმე მექანიზმზე, რადგან ხალხმა ძვირადღირებული ბადეები შეიძინა. ამისთვის ყიდდნენ ძროხებს, მანქანებს და ხარჯი გაწიეს. ამას ასე ვერ დავტოვებთ“, – განმარტა სოფელ ფარავნის წარმომადგენელმა მასის აღაიანმა.

სოფლების წარმომადგენლების მხრიდანაც გაჯღერდა წინადადებები, ბადით დაჭერა შეეზღუდათ, ან 15 ნოემბრიდან აკრძალვის ვადა 20 ნოემბრამდე 5 დღით გადაეტანათ. ისევე, როგორც მხოლოდ გარკვეული ზომის თევზის დაჭერის ნება დართეს, რადგან მოსახლეობა შეზღუდვას ეთანხმება, მაგრამ დიდი ალბათობით უკმაყოფილონი იქნებიან თევზაობის სრული აკრძალვით, რადგან ახალ ზომით განსაზღვრულ ბადეებზე 2000-3000 ლარის ოდენობის ხარჯი გასწიეს.

„ფარავნის ტბაზე 6 თვის განმავლობაში თევზაობა გამორიცხულია. ჯერ ქვირითის შემდეგ თევზი დასასვენებლად მიდის და ბადეში არ ებმება. 15-20 დღე თავად ქვირითს სჭირდება. მეორე მხრივ, ყინული სქელდება და ნაჭრების ამოჭრა ძალიან რთულია. თავად ხალხი ამაზე უარს ამბობს. ანუ 6 თვე ტბას ავტომატური დაცვა აქვს“, – აცხადებს ერთ-ერთი დამსწრე, ვაჩაგან ალვანჯიანი.

შედეგად, ეროვნული პარკის წარმომადგენლები შეთანხმდნენ ტბებთან დაკავშირებული ყოველი წინადადება განიხილონ და ქვირითობის სეზონამდე სოფლებში მეთევზეებს ცალკე შეხვდნენ.