19 ივლისს 01:30 საათზე ნინოწმინდის ახალგზარდულ პალატაში პირდაპირი ეთერით ჯავახეთიდან თავისუფალი ჭიდაობის ოსტატის, არმან წარუკიანისა და ბრაზილიელ დავი რამოსის პაექრობა UFC-ის ფარგლებში გაშუქდება.
19 ივლისს კუნძულ იასზე (აბუ-დაბი, არაბთა გაერთიანებული საამირო) UFC Fight Night ტურნირი გაიმართება: Figueiredo vs. Benavidez, რომლის ფარგლებშიც მსუბუქი წონის კატეგორიით (70,3 კგ-მდე) სომეხი მებრძოლი არმან წარუკიანი სამრაუნდიან პაექრობაში ბრაზილიელ დავი რამოსს შეებრძოლება.
ბუკმეკერები უპირატესობას 23 წლის სომეხ მებრძოლს ანიჭებენ. გასულ წელს ორივე მებრძოლმა მონაწილეობა ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ ორთაბრძოლაში მიიღო და რუს მებრძოლთან ორივე მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.
23 წლის არმანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ არაქალში დაიბადა. პროფესიონალურ შერეულ ორთაბრძოლაში და ასევე პატარა ორგანიზაციებში პირველად მონაწილეობა 2015 წელს მიიღო. UFC-ში წარუკიანი პირველად გასულ წელს გავიდა და ქულების მიხედვით ისლამ მახაჩევთან დამარცხდა, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ ძლიერი კანადელი ოლივიე ობინა-მერსიე მოიგერია. ლაიტვეიტის ტოპ-15 რეიტინგისაგან არმანს სულ რაღაც რამდენიმე კარგი მოგება გამოარჩევს. წარუკიანის ნამსახურობის ნუსხა: 16 ბრძოლა, 14 მოგება, 2 დამარცხება. UFC-მდე არმანის ოპოზიცია საკმაოდ მოკრძალებული იყო, მაგრამ ეს ძლიერი ოპონენტების წინააღმდეგ მის გამოსვლებში არ აისახა.
არმანის სიმაღლე 170სმ, ხოლო ხელის მოქნევა 184სმ. სომეხი მებრძოლი ძალიან ამტანია და დიდ ფიზიკურ ძალას ფლობს. გასათვალისწინებელია, რომ მისი ასაკის თანახმად ორგანიზმი ჯერ ზრდის პროცესშია, რაც საშუალებას გვაძლევს ამ სპორტსმენის პროგრესს თვალყური ვადევნოთ. წარუკიანი ბევრ თეიქდაუნს ახორციელებს, უყვარს ბადესთან კონტროლი და მოწინააღმდეგეების ყოველხმრივი გამოფიტვა. ამასთანავე, არმანის მებრძოლი სტილი მოსაწყენი არ არის. 23 წლის მებრძოლი ყოველთვის საბმიშენზე გასვლას მიისწრაფვის. სომეხმა ფინიშამდე ათი მოწინააღმდეგე მიიყვანა (მათგან ხუთი- საბმიშენით). წარუკიანი რუსეთის ჩემპიონია გრეპლინგში და თავისუფალი ჭიდაობის სპორტის ოსტატია.