3 დეკემბერს, ნინოწმინდის საკრებულოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შემდეგ ახლადარჩეული დეპუტატების პირველი შეხვედრა გაიმართა.

41 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ სეირან კიურეგიანმა შეხვედრა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში დაიწყო, სადაც დეპუტატების გარდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.  სეირან კიურეგიანმა დამსწრეთ  საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი მოვლენა მიულოცა – დღეიდან საქართველოს მასშტაბით ახლადარჩეული საოლქო კრებების პირველი სხდომები გაიმართა.

Sakrebulo 2

„ბევრი რამ თქვენზეა დამოკიდებული. გთხოვთ, მომდევნო 4 წელიწადში ვიყოთ ერთიანი, როგორც ერთი ადამიანი, როგორც ერთი მუშტი, ვიმუშაოთ ჩვენი მოსახლეობის საკეთილდღეოდ, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად. 2 ოქტომბერს არჩევნები დიდი ენთუზიაზმით ჩატარდა, მოსახლეობა აქტიურად მონაწილეობდა – დაახლოებით 50%. ეს მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, თუნდაც მცირედ ჩანდეს. ცენტრალური საარჩევნო კომისია ცდილობდა მთელი რიგი ცვლილებები შეეტანა, რათა გაუმჯობესებულიყო საარჩევნო სისტემა და გაუმჯობესებასთან ერთად გამჭვირვალედ ჩაეტარებინა“, – განაცხადა სეირან კიურეგიანმა.

deputat

სეირან კიურეგიანმა დეტალურად განმარტა ის ცვლილებები, რაც წინასაარჩევნოდ განხორციელდა და რომელმაც გავლენა მოახდინა საკრებულოს შემადგენლობაზე და საკრებულოს 3 დეპუტატი დაუმატა. მან ბიულეტენების დამატებით დათვლაზეც ისაუბრა:

„საარჩევნო სიებში 20 328 ამომრჩეველი გვყავს.  მერის არჩევნებში მონაწილეობა 11 258 ამომრჩეველმა მიიღო, რაც 55,38%-ია. მოგეხსენებათ, 3 კანდიდატი გვყავდა. მას შემდეგ რაც არჩევნების შედეგები ცნობილი გახდა, გაირკვა, რომ 41-ე კანდიდატმა ანივარდ მოსოიანმა 8 874 ხმა მიიღო. გავაგრძელოთ პროპორციულ სიებზე საუბარი: პროპორციული 6 სუბიექტი გვქონდა. თითოეულს 25-ზე მეტი კანდიდატი ჰყავდა. არჩევნებს (პროპორციული სიით) 16 450 ადამიანი დაესწრო. 41-მა რიცხვმა 9 080 ხმა მიიღო. ხმები პროპორციულ სიებშიც მოიპოვა: ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და გახარიამ, რომელთაგან ერთმა კანდიდატმა გაიმარჯვა. 20 დეპუტატიდან 3-მა გაიმარჯვა. რაც შეეხება მაჟორიტარ დეპუტატებს, ამ სისტემითაც ბევრი სუბიექტი გვყავდა, ასეთი არჩევნები ჯერ არ გვქონია – 83 კანდიდატი, მაგრამ 10 მაჟორიტარი გვჭირდებოდა. რა თქმა უნდა, იყო ცვლილებები, განცხადებები მათივე ნებით, თუმცა განაცხადეს, რომ ან აიძულეს ან შეაშინეს. ტრიბუნიდან ვაცხადებ, რომ ეს ასე არ ყოფილა. მაჟორიტარობის კანდიდატებმა მონაწილეობაზე ნებაყოფლობით განაცხადეს უარი. საბოლოოდ 43 ადამიანი დარჩა. მათგან 20 აირჩა და 10 საკრებულოში გადავიდა“.

Anivard Kyureghyan

სეირან კიურეგიანმა არჩეულ დეპუტატებს მანდატები გადასცა და ყველას წარმატება უსურვა. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 30 დეპუტატია, მათგან 7 ქალია. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ახალი საკრებულო სავსეა ყოფილი ჟურნალისტებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებითა და განათლების ბექგრაუნდიანი ადამიანებით.

Marina Kyuregyan