სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის აუდიტი ჩაატარა. აუდიტის შედეგად გამოვლინდა ხარვეზები ფინანსური რესურსების მართვაში, ინფრასტრუქტურაში, შესყიდვების პროცესში, ადმინისტრაციასა და მუნიციპალური მმართველობის სხვა სფეროებში. ანგარიშებთან ერთად აუდიტის სამსახურმა ასევე გასცა რეკომენდაციები ცალკეულ გამოვლენილ ხარვეზებზე.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ფინანსური რესურსების მართვაში ხარვეზები გამოავლინა. ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტმა არ უზრუნველყო საბიუჯეტო გადახდების სწორად დაგეგმვა და შესრულება, მათ შორის პუნქტით „არაფინანსური აქტივების გაზრდა“. 2021-2022 წლებში ბიუჯეტის აღნიშნული მუხლის შესრულება შემცირდა შესაბამისად 24%-ით და 28%-ით. ამასთან, მუნიციპალიტეტს აქვს დაგროვილი თავისუფალი ნაშთის მნიშვნელოვანი რაოდენობა.
ხარვეზები გამოიკვეთა ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ანგარიშში ნათქვამია:
„მუნიციპალიტეტს აქვს ხარვეზები ინფრასტრუქტურული პროექტების მართვაში, კერძოდ, 1 221,8 ათასი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას ზოგიერთმა სამუშაომ ვერ მიაღწია საჭირო შედეგს, რის გამოც ობიექტების მდგომარეობა მოკლე დროში გაუარესდა. მუნიციპალიტეტმა დაგეგმა და შეიძინა პროექტები, რომლებიც უმოქმედოა და არ გამოიყენება, შესაბამისად, ბიუჯეტიდან 104,1 ათასი ლარი დაიხარჯა და დასახული მიზანი ვერ იქნა მიღწეული“, – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.
ეს შენიშვნები, სამსახურის დასკვნის მიხედვით, ეხება შემდეგ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რომლებიც მშენებლობის შემდეგ მაშინვე დაზიანდა.
1. კათნატუსა და პატარა ხანჩალის სოფლებში საჯარო სკოლების სველი წერტილების მშენებლობა (120,6 ათასი ლარი);
2. სოფელ ჟდანოვის სარიტუალო სახლის რეაბილიტაცია – 53,4 ათასი ლარი და საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია (69,9 ათასი ლარი);
3. როდიონოვკას საბავშვო ბაღის მშენებლობა (244,3 ათასი ლარი);
4. სოფელ სათხაში სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია (19,9 ათასი ლარი);
5. სოფელ სამებას საჯარო სკოლის სველი წერტილი(71,5 ათასი ლარი);
6. ნინოწმინდის სარიტუალო სახლის რეაბილიტაცია (27,8 ათასი ლარი);
7. მინი-სტადიონი ნინოწმინდაში სპანდარიანის ქუჩაზე და სოფელ ჯიგრაშენში (98 ათასი ლარი);
8. სოფელ ჯიგრაშენში, მოსახლეობის თავშეყრის ადგილი (15,9 ათასი ლარი).
ასევე შემდეგ დაუსრულებელ პროექტებში.
1. სოფელ დიდ ხანჩალის სასაფლაოს შემოღობვა;
2. სოფელ ეფრემოვკაში მინი-სტადიონის მშენებლობა;
3. სოფელ ეშტიაში – ფერმის სახურავის რემონტი;
4. სოფელ ორლოვკაში – სპორტდარბაზის რეაბილიტაცია;
სახელმწიფო აუდიტმა შემოწმების შედეგად გამოვლინა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების კონტროლის არადამაკმაყოფილებლად ხორციელდება. არასაკმარისი კონტროლის გამო საბავაშვო ბაღის მშენებლობა დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. გარდა ამისა ანგარიშში არის შენიშვნები, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ მერიამ საბავშვო ბაღის მშენებლობა ვერ უზრუნველყო (ინვენტარით უზრუნველყოფა და პროცესის თავის დროზე დაწყება).
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა შესყიდვების მმართვრელობის თაობაზეც მიიღო შენიშვნა, მერიამ შესყიდვების მმართველობის პროცესის შესაბამისი უზრუნველყოფა, ხარჯთაღრიცხვის ღირებულების განსაზღვრა და პროექტის შემსრულებელი კომპანიის შერჩევა ვერ მოახერხა. რის გამოც მერიამ შესყიდვების ფასი განსაზღვრა არა საბაზრო ღირებულებით, ამიტომ დანახარჯები არ იყო ეკონომიური.
ხარვეზები გამოვლინდა სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების პირობების დარღვევების საჯარიმო სანქციების ადმინისტრირებაში.
„საჯარიმო სანქციების დათვლისას სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების ადმინისტრირებაში მერიამ კონტრაქტის პირობები არ გაითვალისწინა, შემსრულებლებს საჯარიმო სანქციები 36,7 ათასი ლარით ნაკლები გამოწერა, ვიდრე საჭირო იყო. მერიამ მუნიციპალიტეტის ინტერესები არ დაიცვა და 16,4 ათასი ლარის ოდენობით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის ანაზღაურება არ მოითხოვა. მერიამ 40,6 ათასი ლარის თანხის უზრუნველყოფა ვერ მოახერხა.
2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტმა საინფორმაციო მომსახურების, არასოციალური რეკლამის მომსახურების შესყიდვისთვის 115,0 ათასი ლარი დახარჯა. მუნიციპალიტეტმა კონკრეტული საინფორმაციო პროგრამების შესყიდვის საჭიროება, ასევე დახარჯული ფინანსრუსი სახსრების და მიღებული შედეგების ადეკვატურობა ვერ დაასაბუთა“,- ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.
სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია ქონების მართვის ხარვეზები, რომ დაირღვა ქონების განკარგვის პროცესი. ქონების ნაწილი უცხო პირებმა შესაბამისი შეთანხმების გარეშე გამოიყენეს, იჯარის გადასახადი მუნიციპალიტეტს არ მიუღია. ასევე, ქონება იურიდიულ პირს გადაეცა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
დარღვევები დაფიქსირდა აგრეთვე ინვენტარიზაციის პროცესში, მომსახურების გაწევასა და შეგროვებაში.
ძირითადი საშუალებების და მატერიალური აქტივების ინვენტარიზაცია არ განხორციელდა სათანადოდ.
მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემა, რომ სასმელი წყლის მიწოდებას ახორციელებს პირი, რომელსაც არ აქვს ლიცენზია, მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყალი არ არის გაწმენდილი და მისი ხარისხი არ მოწმდება.
მერია დასუფთავების საფასურის ადმინისტრირებას სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეიმუშავა და დაწერა რეკომენდაციები თითოეული წამოყენებული სფეროსთვის.
რეკომენდაცია №1.
მერიამ უნდა შეიმუშაოს ფინანსური რესურსების მართვის პოლიტიკა და ბიუჯეტის ფორმირებისას დამატებითი კონტროლის მექანიზმი დანერგოს, რათა უზრუნველყოს თავისუფალი ნაშთების დაგროვების აღმოფხვრა.
რეკომენდაცია №2.
მერიამ უნდა შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღება-ჩაბარების და კონტროლის პროცედურა, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი სამუშაოების მოქმედი სტანდარტების შესაბამისად განხორციელებისთვის საჭირო კონტროლის მექანიზმები; დოკუმენტში მკაფიოდ უნდა განისაზღვროს კონტროლის თითოეულ ეტაპზე შესასრულებელი სამუშაო და კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები.
რეკომენდაცია №3.
მერიამ უნდა შეიმუშაოს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სტრატეგია/წესები, რომლის ფარგლებშიც ყველა ფაქტორის გათვალისწინებით დაგეგმავს სამუშაოს, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით დასრულებას ან/და გამოყენებას.
რეკომენდაცია №4
მერიამ სახელმწიფო შესყიდვების პროცესში ბაზრის სათანადო კვლევის უზრუნველსაყოფად კონტროლის მექანიზმები უნდა დანერგოს; კერძოდ, კვლევის პროცესი უნდა ჩაატაროს ისე, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ ბაზარზე არსებული შეთავაზებებისა და პოტენციური მომწოდებლების ყველაზე სრულყოფილი სურათი შექმნას, რაც თავის მხრივ საბაზრო ღირებულების შესაბამისად შესყიდვების საორიენტაციო ღირებულებას განსაზღვრავს.
რეკომენდაცია №5.
მერიამ უნდა შეიმუშაოს ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმების გამოყენების სტრატეგია/წესი; დოკუმენტში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი სამუშაო, რომელიც უნდა განხორციელდეს ბიუჯეტის, შემსრულებლების და შესაბამისი კონტროლის მექანიზმების გამოანგარიშების, დარიცხვისა და ჯარიმების მობილიზების თითოეულ ეტაპზე.
რეკომენდაცია №6.
მერიამ კანონით დადგენილი წესით უნდა განახორციელოს ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია, რაც უზრუნველყოფს აქტივებისა და პასივების ფაქტობრივი ნაშთების დადგენას, მათ შედარებას ორგანიზაციის ბუღალტრულ მონაცემებთან და ამაღლებს მუნიციპალური ქონების უსაფრთხოების დონეს.
რეკომენდაცია №7.
მერიამ ქალაქის საბჭოსთან შეთანხმებით უნდა შეიმუშაოს სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც გონივრულ ვადებში მოსახლეობისთვის სასმელი წყლით მომარაგების გასაუმჯობესებლად ყოვლისმომცველ ღონისძიებებს დაგეგმავს და განახორციელებს. სტრატეგია ასევე უნდა ითვალისწინებდეს პროცესის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას, მათ შორის წყალმომარაგების უზრუნველყოფას შესაბამისი სალიცენზიო ორგანოს მეშვეობით და როგორც წყლის, ისე საბიუჯეტო რესურსების რაციონალურ გამოყენება.