ავტორიტეტული ამერიკული ჟურნალი Forbes-ი მკითხველს აცნობს სომხეთს, როგორც გასტრონომიული და ღვინის ტურიზმის მიმართულებას.
“ფორბისთვის” მომზადებულ სტატიაში ენ ბელი მკითველს აცნობს სომხეთში ჩასული სპეციალისტები ჯგუფის მოსაზრებებს, მათ მოსაზრებას სომხური კულტურის, სამზარეულოს, არქიტექტურის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროს განვითარევის სურვილთან დაკავშირებით.
ის აღნიშნავს, რომ სომხეთში ჩასულებს მართებულად სჯერათ, რომ გასტრონომიული და ღვინის ტურიზმის მიმართულებით რესპუბლიკა იმსახურებს იმავე ყურადღებას, რასაც მეზობელი საქართველო.
მასალაში ასევე აღნიშნულია, რომ ჭადრაკი -ნაციონალური სპორტის სახეობაა ქვეყანაში, რომელმაც პირველმა მიიღო ქრისტიანობა 301 წელს, ხოლო მატენადარის უძველეს ხელნაწერთა ინსტიტუტი წარმოგიდგენთ ძველ ბეჭდურ წიგნებს, ძვირფას საკინძებს, ხელნაწერებს, ფერადი წიგნების ილუსტრაციებსა და მინიატურებს. როგორც აღინიშნება, სომხების შესახებ ბევრს მეტყველებს ის ფაქტი, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიის მიერ მათ წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდის დროს მათ გადაარჩინეს წიგნები.
„დღეს ახალი თაობა ცდილობს განათლების, ცოდნისა და ტექნოლოგიური განმანათლებლობის ექსპორტს. UWC დილიჯანის კოლეჯი იზიდავს სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან და გზავნის მათ უკან უნიკალური სომხური განმანათლებლობით, სკოლის დამთავრების შემდეგ“, – წერს ავტორი.
რაც შეეხება სომხურ სამზარეულოს, Forbes-ის სტატია წარმოგიდგენთ მის მრავალფეროვნებას, მოგვითხრობს სომხური ღვინოების მრავალფეროვან გემოებზე.
„ხშირად გვხვდება ძროხის, ბადრიჯნის, იოგურტის და სხვადასხვა სახის ახალი და დამარილებული ყველი. ყოველთვის ბევრი ლავაში, სწრაფი მომზადების ბლინები, რომელიც სომხური კულტურის განუყოფელი ნაწილია და შეტანილია იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში. ხშირად წააწყდებით აველუკს, ადგილობრივ ველურ მჟაუნას, რომელიც არაჩვეულებრივია. ზოგჯერ გვხვდება ტბის კალმახი”, – წერს ენ აბელი და ამატებს, რომ ბუნებრივმა პეიზაჟებმა
”ქვეყანა მზად არის ყურადღებისთვის,” – ასკვნის ის.