17-დან 20 ივნისამდე სომხეთში, ქალაქ დილიჯანში სომხურ-ქართული კულტურული და კულინარიული ფესტივალი „მიმინო“ გაიმართა, რომელშიც ჯავახეთის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
კულტურული ნაწილის გარდა, ბიზნეს ფორუმიც გაიმართა, სადაც მონაწილეებმა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ორივე ქვეყნის ტურისტული პოტენციალი და ერთიანი ტურისტული პროდუქტის შექმნის შესაძლებლობა განიხილეს.
ხაჩატურიან ვლადიმირმა და დარბინიან რაფაელმა ჯავახეთის სამზარეულო წარადგინეს, მონაწილეებს ჯავახეთის ტურისტული ადგილები და მისი სამომავლო პოტენციალი გააცნეს, წარმოადგინეს ჯავახეთის ტურიზმის განვითარების მიმართულებით თავიანთი საქმიანობა და ტრადიციული ჯავახური კერძებითა და ახალქალაქის ხიზილალით გაუმასპინძლდნენ.
“მასტერკლასი ჩავატარეთ; სომხურ, ქართულ და ჯავახურ კერძებს ვამზადებდით. მათ შორის იყო ვანდასი, ცხვრის საავტორო კერძი და აფხაზური”, – განმარტა ვლადიმერ ხაჩატურიანმა.
ხაჩატურიან ვლადიმირმა და დარბინიან რაფაელმა სერტიფიკატები მიიღეს.
ფესტივალი “მიმინო” პირველად გაიმართა, თუმცა გეგმავენ მომავალშიც გააგრძელონ. წინასწარი შეთანხმებით, ფესტივალი სხვადასხვა ადგილას ჩატარდება: პირველ წელს დილიჯანში, მეორე წელს – თელავში (კახეთი, აღმოსავლეთ საქართველო).