ბათუმში გამართული შავი ზღვის კიგ-ბოქსინგის თასიდან ახალქალაქელი სპორტსმენები 6 მედლით დაბრუნდნენ.

22-დან 24 ოქტომბრამდე ბათუმში, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, კიკბოქსინგში შეჯიბრი გაიმართა – შავი ზღვის თასი, რომელსაც სპორტსმენები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის, ახალქალაქიდან, ესწრებოდნენ.

შეჯიბრში 6-დან 18 წლამდე სპორტსმენები მონაწილეობდნენ.  სპორტული შეჯიბრი საქართველოს კიკბოქსინგის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა, ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო ცნობილი ქართველი კიკბოქსიორი, დავით ქირია.

მედლებისთვის საქართველოს ყველა რეგიონიდან 200-ზე მეტი სპორტსმენი იბრძოდა.  ახალქალაქს წარმოადგენდნენ ახალქალაქის სპორტკომპლექსის მოსწავლეები, მწვრთნელი სერგეი ტონაკანიანი.

აჭარიდან სპორტსმენები 4 ოქროს მედლით დაბრუნდნენ:

არტიუშ აივაზიანი

ვარდან გასპარიანი

კარაპეტ წარუკიანი

რაზმიკ ქამალიანი

ასევე 2 მეორე ადგილი:

არტიუშ კირაკოსიანი

ალბერტ პალოიანი

ბათუმში და უკან მგზავრობის ხარჯი ახალქალაქის მერიამ დააფინანსა.