ახალქალაქის სპორტული სკოლის სპორტსმენები საქართველოს კარატე – W.K.E- ს ჩემპიონატიდან ორი ოქროს და ორი ვერცხლის მედლით დაბრუნდნენ.
27-28 მარტს თბილისში სპორტულ კომპლექსში – “არენა – 1”, საქართველოს კარატეს ჩემპიონატი გაიმართა. შეჯიბრი კატაში, კუმიტასა და პარაკარატში კადეტებს, იუნიორებსა და სენიორებს შორის ჩატარდა, რომლებიც სხვადასხვა ასაკობრივ და წონით კატეგორიებში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ისინი W.K.E– ს (კარატეს მსოფლიო ფედერაცია) წესების შესაბამისად ტარდებოდა.
შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 130-მდე სპორტსმენმა.
ახალქალაქის სპორტული სკოლიდან აღნიშნულ ტურნირში 3 სპორტსმენი მონაწილეობდა, რომლებსაც კარატეს ინსტრუქტორი, რაფაელ დარბინიანი ავარჯიშებს.
აქსანა ავეტიანი (გოგო) კატა 18+ წლის, 1-ლი ადგილი
კატა 16-17 წლის, მე-2 ადგილი
სესაძე დავით კატა 16-17 წლის, 1-ლი ადგილი
ავაკიამ არტიომი კატა 16-17 წლის, მე-2 ადგილი
შეჯიბრი საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის, კულტურისა და სპორტის და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული, COVID–19-ის პრევენციის პროტოკოლების გათვალისწინებით.
კონკურსს ესწრებოდა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, ბესიკ ამირანიშვილი, მას მიენიჭა «საპატიო შავი ქამარი – 1 დან». ბესიკ ამირანაშვილი საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის წევრი გახდა და პირობა დადოა, რომ ხელს შეუწყობს კარატეს განვითარებას, როგორც საქართველოში, ასევე მის რეგიონში, სამცხე-ჯავახეთში.