25 ოქტომბრიდან ქალაქის N2 და N3 სკოლამდელი დაწესებულებები კორონავირუსის გამო 12 დღით დაიკეტა. ახალქალაქში საბავშვო ბაღების მუშაობა 4 ოქტომბერს დაიწყო, თუმცა ზოგიერთ საბავშვო ბაღში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებია დაფიქსირებული, კვლავ დაკეტილია.
ახალქალაქის საბავშვო ბაღების ასოციაციის დირექტორის, ანაიდა ასატურიანის თქმით, მეორე და მესამე საბავშვო ბაღები გუშინ დაიკეტა, მაგრამ არის საბავშვო ბაღები, რომელთა გახსნაც იგეგმებოდ, მაგრამ მას შემდეგ, რაც კორონავირუსის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა, აღარ გახსნილა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სოფელ სულდასა და ვაჩიანში მდებარეობს, ხოლო ხულგუმოს სკოლამდელი დაწესებულება კვლავ დახურულია, რადგან საკარანტინო პერიოდი ჯერ არ დასრულებულა.