ახალქალაქის რეგიონში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა ფუნქციონირება 4 ოქტომბერს დაიწყო, – ამბობს ახალქალაქის საბავშვო ბაღების ასოციაციის დირექტორი, ანაჰიტ ასატურიანი.
მისი თქმით, საბავშვო ბაღები ღიაა და ფუნქციონირებს ყველა ეპიდემიოლოგიური მოთხოვნის დაცვით.
”ყველა ძიძამ ჩააბარა კორონავირუსის ტესტი, საბავშვო ბაღებში შეიქმნა ჰიგიენის ყველა პირობა. გარდა ამისა, აგვისტოში ძიძებს ჩაუტარდათ ტრენინგი, გადამზადება და სერტიფიცირება. ვაჩიანას საბავშვო ბაღი გამონაკლისია, ვინაიდან კორონავირუსი აქ აღმოაჩნდათ და ის ახლა არ მუშაობს ”,- ამბობს საბავშვო ბაღების ასოციაციის დირექტორი.
რაც შეეხება ბავშვების დასწრებას, ის, არც თუ ისე მაღალია.
“გახსნის დღესთან შედარებით, ახლა შედარებით ნაკლები ბავშვია, ზუსტად ვერ ვიტყვი, რასთან არის დაკავშირებული ეს”, – ამბობს ანაჰიტ ასატურიანი.
აღვნიშნავთ, რომ სკოლამდელ ასაკში ბავშვებს სამჯერადი კვება ეძლევათ, მათ შორის ხილი. ახალქალაქის რაიონში 16 საბავშვო ბაღია, რომელთაგან 3 ალტერნატიული და საკვების გარეშეა, 13 კი 24 საათიანია და საკვებით.