Jnews– მა ერთი კვირის წინ, წამოაყენა საკითხი, რატომ დაიბარეს პროკურატურაში დაკითხვაზე ახალქალაქის ბაზრობის თანამშრომლები?
დაახლოებით 15 დღის წინ, ახალქალაქის ბაზრობაზე მოვაჭრეები სავაჭრო ადგილეის ქირის გადაუხდელობის გამო, პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. გამოიკითხა 10 -მდე მოვაჭრე.
პროკურატურა ცდილობდა მოვაჭრეებისგან გაერკვია პასუხები შემდეგ კითხვებზე: რამდენი წელია არ იხდიან სავაჭრო ადგილის ქირას? როდის გადაიხადეს ბოლოს? ვინ შეაგროვა ფული და რამდენი, გადაიხადეს? ამჟამად იხდიან თუ არა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს?
Jnews-მა ინფორმაციის მისაღებად სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და პროკურატურას წერილობითი მიმართა. პასუხი სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან მოვიდა: „სახელმწიფო აუდიტმა დაასრულა ყველა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული აუდიტის პროცედურა, ამ დროისთვის არ მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება, ან სხვა ქმედებები (მათ შორის კონკრეტული პირების გამოძახება, დაკითხვა და ა.შ.)“.
Jnews-ი იქნება ყურადღებით ამ საკითხთან დაკავშირებით და პროკურატურის პასუხის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ გამოაქვეყნებს მას.
ახალქალაქის ბაზრობის მოვაჭრეები დაკითხვაზე დაიბარეს