ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ. 4 ნოემბრიდან მათ ბავშვების მიღება დაიწყეს, თუმცა კერძო ბაღები, სადაც კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა, იკეტება.
ამჟამად მუნიციპალიტეტში დაკეტილი ბაღები არ არის. ახალქალაქის საბავშვო ბაღების ასოციაციის დირექტორის, ანაიდა ასატურიანის განცხადებით, სოფელ ვაჩიანის, სულდასა და ახალქალაქის N2 საბავშვო ბაღების ქართული ჯგუფი დახურული რჩება და 12 დღის შემდეგ გაიხსნება.
სოფელ ვაჩიანის საბავშვო ბაღი 6 ოქტომბერს, ხოლო სოფელ სულდას საბავშვო ბაღი და ახალქალაქის N2 საბავშვო ბაღის ქართული ჯგუფი 11 ოქტომბერს დაიხურა.
კორონავირუსის გამო საბავშვო ბაღი და სკოლა დაიხურა
სოფელ სულდას საბავშვო ბაღში კარანტინია