საქართველოში კორონავირუსის 4 581 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 494 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 28 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 46 123 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 24 852, „პისიარ“ ტესტით – 21 271.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,93%, ბოლო 14 დღის – 8,31%, ბოლო 7 დღის – 8,99%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 662 334 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 612 481 გამოჯანმრთელდა, 9 468 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 1 911 877 აცრა, დღიურად აცრილია 4 681.
კარანტინის რეჟიმშია 61, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 337 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 984 პირი.
ამასთან, 16 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 5 076 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 126 პაციენტი, გარდაიცვალა 44.