თბილისის პეტროს ადამიანის სახ. სომხური სახელმწიფო თეატრი ახალქალაქს 13 ოქტომბერს ესტუმრება. დასი 16:00 საათზე ახალქალაქის კულტურის სახლის სცენაზე ა. ცაგარელისა და კ.ბახუტაშვილის სპექტაკლით -“ძველი ქართული ვოდევილი” წარსდგება მაყურებლის წინაშე.
ახალქალაქის მცხოვრებთათვის სპექტაკლზე დასწრება უფასო იქნება.
საქართველოში კონცერტებისა და ფესტივალების გამართვაზე შეზღუდვა 6 ოქტომბერს მოიხსნა.