“ერისიონი“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში კონცერტებს გამართავს. ანსამბლი ახალციხეს 20 ოქტომბერს ეწვევა. კონცერტი ახალციხის ციხის ტერიტორიაზე 18:00 საათზე დაიწყება. დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კონცერტი კულტურის სამინისტროს დაფინანსებით გაიმართება.

ახალციხემდე ანსამბლი კონცერტს გამართავს ოზურგეთში, ზუგდიდსა და მესტიაში.