გუშინ, 21 მარტს, დაახლოებით 20:00 საათისთვის, თვითმხილველთა თქმით, სოფელ მაჭატიასთან ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. დაშავდა ორივე მძღოლი, ქალბატონი და მამაკაცი. ისინი ახალქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ცნობილი გახდა, რომ პირველადი დიაგნოსტირების შედეგად სოფელი არაგვის მცხოვრებ მამაკაცს დაუდგინდა ტვინის შერყევა, ქალაქი ასპინძის მცხოვრები ქალბატონის მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან სამქეთა სამინისტრომ ფაქტის გამოძიება დაიწყო. საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით აღიძრა, რაც ნიშნავს, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
აღნიშნული მუხლი დამნაშავის დაჯარიმებას ან თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთას გულისხმობს.