ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ისევე ისევე როგორც მთელ საქართველოში, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი სკოლებში განახლდა, თუმცა მუნიციპალიტეტის ორ სკოლაში მოსწავლეები სწავლას ონლაინ რეჟიმში აგრძელებენ. მიზეზი მასწავლებლებს შორის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებია.
ახალქალაქის N1 საჯარო სკოლა და სოფელ აბულში არსებული საჯარო სკოლა ჯერ კიდევ ონლაინ სწავლაზეა. ო. თუმანიანის სახელობის N1 საჯარო სკოლაში 4 ოქტომბერს ყოველმა მასწავლებელმა კორონავირუსის ტესტი ჩააბარა,რადგან ერთ მასწავლებელს ვირუსი დაუდგინდა. ტესტების პასუხები 5 ოქტომბერს ეცოდინებათ. ამის შემდეგ გადაწყდება გაგრძელდება თუ არა საგანმანათლებლო პროცესი ონლაინ რეჟიმში.
სოფელ აბულის სკოლაში, ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ინფორმაციით ორი მასწავლებელი კორონავირუსით დაავადდა, ამიტომ საგანმანათლებლო პროცესი ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება.