სამყარო ვითარდება, ამ სამყაროში ახალქალაქიც ცდილობს არ დათმოს, თუმცა ქალაქს გარკვეული არქიტექტურული ნაგებობები არ აქვს, გარეგნობა მოუვლელი და არამიმზიდველია. ყოველი მკვიდრი და ადგილობრივი ხელისუფლება ამ თვალსაზრისით იმას აკეთებს, რაც მისთვის მოსახერხებელია.

სამი თვის წინ ახალქალაქის ცენტრში შენობების კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო. თუმცა, შედეგი ჯერ არ ჩანს. თუ ახალქალაქის გარეგნობას გადახედავთ, შეგექმნებათ განცდა, რომ აქ ხალხი იმას აკეთებს და აშენებს რაც მოუნდებათ. სინამდვილეში, იმისათვის, რომ ყველაფერი ესთეტიურად და ლამაზად გამოიყურებოდეს, ბევრი არაფერია საჭირო: სარეველებისგან გაწმენდა, სათანადო გამწვანება, ხეებისა და ყვავილების დარგვა, მეტი პარკი და სიმწვანე, სადაც შესაძლებელი იქნება ზაფხულის საღამოს გატარება.

doroga 1

ეს ახალქალაქის ცენტრალური ქუჩა აღმაშენებელია. ქალაქის ეს ნაწილი პრაქტიკულად ფასადურია, ვინაიდან ადამიანები სომხეთიდან და თბილისიდან სწორედ ამ გზით შემოდიან და გადიან ქალაქში. ზაფხულის განმავლობაში მოედანი მაღლივი კორპუსების წინ გაჩენილი სარეველებიანი ეზოებით ივსება, სადაც გამვლელი მანქანებიდან ნაგავს ყრიან.

musor

ეს მიტოვებულის, მოუვლელობის შთაბეჭდილებას ტოვებს.

shenq

ეს ერთადერთი ეზოა, რომელიც წვიმის დროს აუზად იქცევა. ამ ეზოს გარშემო დავები მრავალი წელია მიმდინარეობს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეზოს ასფალტირება და ღობესთან დაკავშირებული საკითხი ვერ გადაჭრა. ადგილობრივები ხუმრობენ: “მალე ჩვენივე ტბიდან თევზს გავყიდით”.

urodlivi gorod

2 წლის განმავლობაში ახალქალაქის მერია ცენტრალური ქუჩიდან ვაგონებს ხსნიდა, თუმცა, დაწყებული არც დაასრულა. მაღალსართულიანი კორპუსის ეზოში უზარმაზარი სათამაშო მოედანია, რომელიც სარეველების ბაღად იქცა, თუმცა შესაძლოა ეს ტერიტორია იმ ბავშვებისთვის გამხდარიყო სათამაშო მოედანი, რომლებსაც სათამაშო არსად აქვთ.

yammy

იქაც კი, სადაც შედარებით სუფთა და მყუდრო გარემოა, პეიზაჟს მავთულები და დამპალი ელექტრული ბოძები აფუჭებს, რომლებიც საბჭოთა დროიდან არ შეცვლილა.

pat

არჩევნები მიდის, კვალი რჩება. მწერალ ნოდარ დუმბაძის პორტრეტის ქუჩის ხელოვნების გვერდით პლაკატების კვალია, რომლებიც ყველგან დააწეპეს. ევროპაში, საითაც საქართველო მიისწრაფვის, მრავლადაა ქუჩის ხელოვნება. მაგრამ ეს ახალქალაქს არ ეხება.

xanut

ხშირად ახალქალაქში, მთავარ ქუჩაზე ნათელი ბრეზენტის საფარი შეგიძლიათ ნახოთ.

znaki

ჟანგიანი ნიშნები, ყველგან და ბევრია…

butka

ზოგიერთი ჯიხური შესაძლოა ლამაზ, გამორჩეულ ჯიხურებად იქცეს. თუმცა მისი დატოვება და არ შემჩნევა უფრო ადვილია.

doma 2

თუ ქალაქის ცენტრში სახლების ფასადებს ღებავენ და ათბობენ, ცენტრალურ ქუჩაზე ორსართულიანი სახლების კედლები შიშველი და სახლების ფასადი შემზარავია.

mnogoetajka

stolba

ხის, დამპალი ელექტრული ბოძები.

plakati

და ისევ კვალი გასული არჩევნებიდან …

rjavchina ჟანგიანი ნიშნები და ელექტრო ფარები.

garaj

და ისევ არჩევნების კვალი, ამჯერად ხელუხლებელი, თუმცა კანონის თანახმად ისინი გასულ წელს უნდა მოეხსნათ.

lampochka 1

ქუჩის განათება ნათურების გარეშე.

stolba 2

რამოდენიმე ელექტრული, გამოყენებული და გამოუყენებელი მავთული.

skameika

ხშირად ქალაქის სილამაზე ახალქალაქის სერვის ცენტრის პასუხისმგებლობა ხდება. სერვის ცენტრის დირექტორი არმენ ბიჩახჩიანი პასუხობს კითხვებს, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქალაქი მყუდრო და ლამაზი იყოს.

“გვინდოდა ცენტრალური ქუჩის ტროტუარზე, დემირჩიანის სახ. სკოლის წინ ტუას ხეების ყოველ ნახევარ ან ერთ მეტრში დაგვერგო. 70 ტუას ხე დავითვალეთ. მათი დარგვა, იმიტომ გვინდოდა, რომ მთავარ გზაა და ლამაზი იქნებოდა. ეს ხეები ბავშვებისთვის მთავარი გზიდან ბუნებრივი ღობე გახდებოდა. მაგრამ ასფალტის გამო ვერ გავაკეთეთ, რადგან კომპანიამ, რომელმად გზა გააკეთა, აგვიხსნა, რომ თუ ისინი ხეებს დარგავდნენ სამუშაოს არ ჩაიბარებდნენე, რადგან სამუშაო სრულად არ დასრულდებოდა”, – განმარტავს არმენ ბიჩახჩიანი.

ადგილობრივ ხელისუფლებას ახალქალაქის გარეგნობა არ აინტერესებს. ისინი დიდ თანხებს, თუნდაც გამწვანებისთვის, არ გამოყოფენ. თუმცა, ეს ქალაქს ამშვენებს. არც მერიას და არც სერვის ცენტრს ლანდშაფტის დიზაინის სპეციალისტები არ ჰყავთ და არც გარკვეული სტილი არსებობს.

“სასურველია მწვანე ტერიტორია, სადაც ნაგვის ადგილები აგურის კედლით ისე უნდა შემოღობონ, რომ ყუთები ქარმა არ წაიღოს. როდესაც ყველაფერი აკურატულადაა გაფორმებული, ხალხი თავად ცდილობს სისუფთავე შეინარჩუნოს, ნაგავი ურნების გვერდით არ დაყაროს და ა.შ. ასეთი სამუშაოს მოცულობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რა თანხას გამოჰყოფენ. ყველაფრის გააკეთოთ საშუალო ხარჯით შეიძლება. მაგალითად, პარკის გაფორმებისთვის ბიუჯეტიდან ფული არ იყო გამოყოფილი“, – აცხადებს არმენ ბიჩახჩიანი.

შეიცვლება თუ არა ახალქალაქის გარეგნობა ახალ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ამას დრო გვიჩვენებს.