ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში 100%-ზე მეტი აქტივობა განხილვის საგანი გახდა. Jnews-მა გადაწყვიტა გაერკვია სინამდვილეში რა და როგორ მოხდა.

სოფელ სამებაში კენჭისყრის ოქმის თანახმად, ნინოწმინდის N15 საარჩევნო უბანზე, რომლის დასკანერებული ვერსია ცესკოს ვებგვერდზეა ატვირთული, საარჩევნო უბანზე 62 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამავე უბანზე სპეციალურ სიიდან 32 ამომრჩეველს უნდა მიეცა ხმა, ანუ იმ ადამიანებს, რომლებიც სხვა რეგიონში არიან რეგისტრირებულნი. რადგან ისინი ფიზიკურად უივე ამ უბანზე არიან ხმას გამონაკლისის სახით აძლევენ. აქტივობის პროცენტი უბანზე არა უბანზე მისული ამომრჩევლით, არამედ ერთიან სიებში რეგისტრირებული ამომრჩევლით გამოითვლება. ანუ, 94 ამომრჩეველს უფლება ჰქონდა ხმა მიეცა სამების საარჩევნო უბანზე, მაგრამ აქტივობის პროცენტული მაჩვენებელი 62 ამომრჩეველი იყო.  ცესკომ ვებგვერდზე https://jnews.ge/?p=81076 გამოაქვეყნებული ინფორმაციით 104%-მა ხმა სოფელ სამებაში მისცა. საოლქო საარჩევნო კომისიების სიაშიც ასე იყო დაწერილი. თუ საარჩევნო უბნიდან მიღებულ საბოლოო პროტოკოლს გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ აქტიურობა 122%-ს შეადგენს. როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის სიაში იყო წარდგენილი 66-ის ნაცვლად 76-მა ადამიანმა მისცა ხმა.

sameba2

სოფელ სამების უბანზე საერთო ჯამში 76 ამომრჩეველმა მისცა ხმა. პროპორციული სიების მიხედვით ხმის მიცემის უფლება ყველას ჰქონდა. სპეციალური სიების ამომრჩეველს, რომლებიც მუნიციპალიტეტის გარეთ არიან რეგისტრირებულნი, მერის არჩევა არ შეუძლიათ. ამომრჩევლებს, რომლებიც მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებულნი, მაგრამ ამ უბანზე არ იმყოფებიან, მხოლოდ მერის არჩევა შეუძლიათ. შედეგად, სოფელ სამებაში პროპორციული სიის მიხედვით 76-მა ადამიანმა მისცა ხმა, 55 -მა უმრავლესობის მოადგილეს, ხოლო 54-მა მერს. ყოველ არჩევნებში სამების ხმების უმრავლესობა მმართველ პარტიას აძლევს ხმას.