არსენ კარაპეტიანი პარტია “ევროპული საქართველოს” 16 მაჟორიტარ კანდიდატს შორის ერთ-ერთია. მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ის ახალქალაქისა და ნინოწმინდის საარჩევნო ოლქებს წარადგენს.
დღეს, 3 აგვისტოს, ოპოზიციურმა პარტიამ “ევროპული საქართველო” 16 საარჩევნო ოლქში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
“თითოეულ ბრძოლას აქვს ეტაპი. არის ეტაპი, როდესაც ქუჩაში ბრძოლაა საჭირო, არის ეტაპი, როდესაც საჭიროა ბრძოლა არჩევნებში. ეს ასეთი ეტაპია, რომელიც, დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვებით დასრულდება. პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, და მე უარი არ ვუთხარი. მზად ვარ ვიბრძოლო, მზად ვარ ჯანსაღი კონკურენციისათვის”,- JNEWS-თან სატელეფონო საუბარში თქვა არსენ კარაპეტიანმა.
არსენ კარაპეტიანი 1982 წლის 19 ივლისს დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით იურისპრუდენცია. დაოჯახებულია, ჰყავს 3 შვილი.