საფეხმავლო ხიდი, რომელიც ქალაქ ახალქალაქს ყოფილ სამხედრო ქალაქთან და ჯივანის მასივთან აკავშირებს, ფეხით მოსიარულეთათვის გაიხსნა, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა. ფერწერული სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.

სამხედრო ქალაქის საფეხმავლო ხიდი ფეხით მოსიარულეთათვის 17 სექტემბერს გაიხსნა. პარალელურად ღებავენ წყლის მილებს, რომელიც ხიდზე გადის, ამის შემდეგ შეიღებება რკინის საფარი ნაცრისფრად.

moost1

“ხვალ ან ზეგ დასრულდება რეაბილიტაცია. ახლა დასუფტავების სამუშაოები მიმდინარეობს. როდესაც წყალმომარაგების სისტემას შევაკეთებთ, საფარის შეღებვას დავიწყებთ”, – განაცხადა სამშენებლო კომპანია შპს “გაბიონი 2000” -ის დირექტორმა ვახტანგ სურმანიძემ.

კომისიას  შპს “გაბიონი 2000”-ის მუშაობა ჯერ არ შეუმოწმებია. მოსახლეობის აზრი განსხვავებულია.

moost2

“მუშაობის პროცესს დავესწარი, თუმცა შეფასება საბოლოო არ არის. სანამ კომისია,  სპეციალისტები არ შეაფასებენ სამუშაოს, ჩვენ მას არ ჩავიბარებთ. ხარვეზებზე მივუთითეთ და განვაცხადეთ, რომ ხარვეზიან პროდუქტს არ ჩავიბარებთ”, – განმარტა ახალქალაქის მერმა იურიკ უნანიანმა Jnews-თან საუბარში.

საფეხმავლო ხიდი რეაბილიტაციისთვის ივნისში დაიხურა, რემონტს კომპანია შპს “გაბიონი 2000”, 171 610 ლარიანი რესურსით ახორციელებს.