სტუდენტებისთვის რომლებიც სამედიცინო ფაკულტეტის პრაქტიკულ ნაწილს გადიან და სწავლა დასწრებით ფორმატში აქვთ უნდა იყვნენ აცრილები ან კვირაში ერთხელ საკუთარი ხარჯით უნდა გაიკეთონ PCR -ის ტესტი – აღნიშნულის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„სტუდენტები, რომლებიც მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების პრაქტიკულ ნაწილს გადიან არადისტანციურად, მოეთხოვებათ, წარადგინონ ვაქცინაციის ცნობა ან საკუთარი ხარჯით კვირაში ერთხელ ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი ან 6 თვის მანძილზე გადატანილი კოვიდის დამადასტურებელი ცნობა“, – აღნიშნავს გიორგი ღიბრაძე