ახალქალაქის რაიონული საავადმყოფო შეივსო აღჭურვილობით – მრავალნაჭრიანი კატე სკანერი. ბევრი კვლევა, რისთვისაც პაციენტებს თბილისის კლინიკებში გზავნიდნენ, უკვე ადგილზე გაკეთდება, რაც გამოკვლევის დროს შეამცირებს და მკურნალობის ეფექტს გაზრდის.
როგორც ახალქალაქის საავადმყოფოში განმარტეს, ამ მოწყობილობას ბევრი უპირატესობა აქვს.
აპარატის მახასიათებლების მიხედვით, ეს უპირატესობებია:
გაცილებით ნაკლები რენტგენის გამოსხივება პაციენტზე
გამოკვლევისთვის გაცილებით ნაკლები დრო
ინფორმაციის გაცილებით მოკლე დროში დამუშავება
მოსახერხებელია ტვინის და მთელი სხეულის შესამოწმებლად, გულისა და სისხლძარღვების გამოსახულების ჩათვლით
მოწყობილობა არის კომპაქტური და მოსახერხებელი
ამ აპარატით გამოკვლევა ფასიანია, იმ შემთხვევების გარდა, როცა დიაგნოსტიკა სამედიცინო დაზღვევით იფარება, მაგალითად, გადაუდებელი შემთხვევის დროს, ან, როდესაც პაციენტი სტაციონარულ მკურნალობას გადის საავადმყოფოში…
აპარატს შეუძლია ძვლის მეტაბოლიზმის დარღვევების დიაგნოსტიკა. ის ასევე ვირტუალური ენდოსკოპია, ანუ იკვლევს სხეულის ღრუს შიდა კედლებს. მისი გამოყენა შესაძლებელია პედიატრიაშიც.
პროგრამული უზრუნველყოფა სისხლის ნაკადის პერფუზიის შესაფასებლად – ითვალისწინებს სისხლის ნაკადის დინამიკის რაოდენობრივ ანალიზს და დიფერენციალურ დიაგნოზს იშემიის მწვავე შეტევის შემდეგ.