სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 764 შემთხვევა გამოვლინდა, 506 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 19 პაციენტი, კიდევ ორი პაციენტის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსის 6 049 ტესტი ჩატარდა.
17 სექტემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 251 323 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 234 416 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 5 075 ადამიანი გარდაიცვალა. 1 183-ის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.