2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სამცხე-ჯავახეთის 6 ქალაქის 18 მერობის კანდიდატია დასახელებული. ქალაქ ასპინძაში, ადიგენსა და ბორჯომში ბრძოლა ორ კონკრეტულ კანდიდატს – ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორისაა. მხოლოდ ორმა პოლიტიკურმა ძალამ, მმართველმა პარტიამ,  „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციურმა პარტიამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კანდიდატები რეგიონის ყველა ქალაქში დაასახელა.

ქ. ახალციხე

ახალციხის მერობის კანდიდატურაზე კენჭს ექვსი კანდიდატი იყრის:

ზურაბ სადატირეშვილი – “ევროპული საქართველო” (N2)

დავით ბალიაშვილი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” (N5)

მანუჩარ ჩაჩანიძე – “ლელო” (N9)

გიორგი არველაძე – “გახარია – საქართველოსთვის” (N25)

მიხეილ კეტილაძე – “თავისუფალი საქართველო” (N37)

ირაკლი ლაზარაშვილი – “ქართული ოცნება” (N41)

 

ქ. ახალქალაქი

ახალქალაქის მერობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის:

არსენ კარაპეტიანი – “ევროპული საქართველო” (N2)

მელიქ რაისიანი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” (N5)

მელკონ მაკარიანი – “ქართული ოცნება” (N41)

 

ქ. ადიგენი

ადიგენის მერობისთვის ორი კანდიდატი იყრის კენჭს:

მარეხ დათიაშვილი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” (N5)

გოჩა ქიმაძე – “ქართული ოცნება” (N41)

 

ქ. ასპინძა

ასპინძის მერობისთვის ორი კანდიდატი იყრის კენჭს:

გიორგი გიორგაძე – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” (N5)

როსტომ მაღრაქველიძე – “ქართული ოცნება” (N41)

 

ქ. ბორჯომი

ბორჯომის მერობის ორი კანდიდატი:

გივი ჯოლბორდი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” (N5)

ოთარ არბოლიაშვილი – “ქართული ოცნება” (N41)

 

ქ. ნინოწმინდა

ნინოწმინდაში მერობის სამი კანდიდატია:

ავაგ ბდოიანი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” (N5)

ანივარდ მოსოიანი – “ქართული ოცნება” (N41)

სურენ მოსოიანი – საინიციატივო ჯგუფი (N51)