საქართველოში ვაქცინაციის პროცესის დასაწყისში არც კი მიფიქრია, რომ ოდესმე გადავწყვეტდი COVID-19– ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გაკეთებას. ბევრი სხვა ადამიანის მსგავსად, ეჭვი მეპარებოდა კორონავირუსის ვაქცინებში. მაგრამ აპოკალიფსურ სიტუაციაში დღეს თავს მეტად უსაფრთხოდ ვგრძნობ. მე ქრისტინა მარაბიანი ვარ, ჟურნალისტი და მინდა ვაქცინაციის გზის შესახებ ჩემი ისტორია გაგიზიაროთ.

ეჭვები

ამბობენ, რომ კორონავირუსის ვაქცინა იგივეა, რაც ჩუტყვავილისა და სხვა დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინა. დაავადებებისა, რომლებიც ისევე მძვინვარებდა და ღუპავდა მილიონობით ადამიანს, როგორც COVID-19. მაგრამ ამ დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინები ათწლეულების განმავლობაში მოწმდებოდა, მათ შორის ადამიანებზე. ეჭვს იწვევდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შიდსი და კიბო კორონავირუსზე გაცილებით ძველი დაავადებებია, სამედიცინო საზოგადოებამ ჯერ ვერ გამოიგონა მათთი დამარცხების გზა. კორონავირუსის შემთხვევაში, ერთი წელიც საკმარისი აღმოჩნდა.

COVID-19– ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მასალებზე მუშაობისას  ყველაზე სანდო წყაროებიდან მოვაგროვე ინფორმაცია. ვიცოდი კვლევის ეტაპების, დადებითი შედეგების, შესაძლო გვერდითი ეფექტების შესახებ. მივხვდი, რომ ვაქცინა ერთადერთი გამოსავალი იყო, მაგრამ შიში მაინც ჩამესახა.

ერთხელ რედაქციას შევთავაზე ვაქცინაციას თავად გავიკეთებ და გულახდილად დავწერო ყველა ჩემი გრძნობის შესახებ, რადგანაც ადამიანების უმეტესობა ჟურნალისტებს გვენდობა, ხოლო მე სამეცნიერო საზოგადოების მჯერა. ისინი ერთხმად აცხადებენ, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ მხოლოდ ვაქცინაციაა ეფექტური. რედაქცია ჩემმა იდეამ აღფრთოვანა. ვაქცინაციამდე განსაზღვრული დრო და მასალის დედლაინის დრო იწურებოდა. ეს მაშინებდა. ბევრჯერ გადავიფიქრე და ბერჯერ დავრწმუნდი, რომ ეს უნდა გამეკეთებინა – საკუთარი გამოცდილებით ვაქცინაციის აუციელბლობა დამემტკიცებინა, ვინაიდან ამის გარეშე გაურკვეველია ეპიდემიის რამდენი ტალღა და მსხვერპლი იქნება. ვირუსს ჩვენამდე მოღწევა და ახლოს მყოფი ადამიანების მსხვერპლად ქცევა შეუძლია.

“ფართო” არჩევანი

თავდაპირველად არჩევანი ორ ვაქცინას, Pfizer-სა და Sinopharm-ს შორის დადგა. პირველი ვარიანტი ეფექტურობის პროცენტული მაჩვენებლით მეტია და ყველა ქვეყანაში მიღებულია. ჟურნალისტები ხალხს ვსტუმრობთ, მოულოდნელად იქ წასვლა გვიწევს, სადაც სინოფარმი ჯერ არ არის მიღებული. მეორე შემთხვევაში, ვფიქრობდი, რომ ვინაიდან ვირუსი ჩინეთში წარმოიშვა, სავარაუდოდ, მათ უკეთ იციან, როგორ იმკურნალონ.

ალერგია, ვირუსი, ანტივირუსი…

სიმართლე გითხრათ, არ ვიცი მქონდა თუ არა კორონავირუსი. კორონავირუსის სიმპტომები, მაგალითად, ყნოსვის დაკარგვა, კუნთების ძლიერი ტკივილი, რაც ჩემს კოლეგებს ჰქონდათ, მე არ მქონია. მაგრამ პანდემიის დროს სისუსტე, გრიპი, ყელის ტკივილი აღმენიშნებოდა. სამჯერ გავიკეთე ანტისხეულების ტესტი და სამივემ უარყო კორონავირუსის არსებობა. გარდა ამისა, სეზონურად ალვის ხის გამო ალერგია მტანჯავს. მე, ისევე როგორც ბევრი სხვა, ეჭვი მეპარებოდა, რომ აცრა შემეძლო. სტატიებზე მუშაობისას ექსპერტებისგან ბევრი რამ ვისწავლე. გადაწყვეტილება მიღებული მქონდა, მაგრამ შიში და ეჭვი არ მტოვებდნენ. მე ყველას ვუყვებოდი ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, თითქოს საკუთარ თავს ვარწმუნებდი მის სისწორეში.

პრობლემური რეგისტრაცია

2021 წლის ივლისი

თავდაპირველად, Pfizer–სთვის უფასო ფანჯრის პოვნა შეუძლებელი იყო. ვაქცინა დედაქალაქში და ორ დიდ ქალაქში, ქუთაისსა და ბათუმში იყო ხელმისაწვდომი. მასზე “ნადირობა” მიმდინარეობდა.

vakcina

ივლისში Pfizer– ის ვაქცინაციისთვის თავისუფალი ადგილის პოვნა ძალიან რთული იყო 

24 ივლისს შეერთებულმა შტატებმა საქართველოს 500 000 დოზა Pfizer-ის ვაქცინა გადასცა. ორიოდე დღის შემდეგ ახალციხეში ვაქცინაცია შესაძლებელი გახდა და გადავწყვიტე პირველ დოზაზე დავრეგისტრირებულიყავი. როდესაც გარშემომყოფებს ჩემს გადაწყვეტილებაზე ვესაუბრებოდი, ყველა მეკითხებოდა, მეშინოდა თუ არა ვაქცინაციის იქ, სადაც ვაქცინაციის შემდეგ ექთანი გარდაიცვალა  (მიმდინარე წლის მარტში, მეგი ბაქრაძეს ვაქცინაციის შემდეგ სავარაუდოდ განუვითარდა ალერგიული რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა). ვპასუხობდი, რომ დარწმუნებული ვიყავი, რადგან ახლა უფრო სერიოზულად მოეკიდებოდნენ შესაძლო გართულებებს.

კოლეგების დახმარების გარეშე დავრეგისტრირდი. რეგისტრაციის ფორმა რთული არ არის. ვაქცინაციის რეგისტრაციის ოფიციალური ვებგვერდი, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ეკუთვნის, ბევრს აშინებს, განსაკუთრებით უფროს თაობას. თუმცა, რეგისტრაციის პროცესი მარტივია.

უნდა შეხვიდეთ გვერდზე
registracya2
შეავსოთ ველები. ვაქცინას ირჩევთ და შემდეგ გჭირდებათ:

რეგისტრაციისათვის საჭირო ველები

  • პირადი ნომრის ჩაწერა,
  • დაბადების წელი
  • სახელი
  • გვარი
  • მობილური ტელეფონის ნომერი
  • ელფოსტა (ეს ხაზი არჩევითია)

შემდეგ:

  • რეგიონი
  • ქალაქი
  • საავადმყოფო

ახალქალაქის შემთხვევაში, კაბინეტი შეირჩევა მექანიკურად, რადგან ის ერთადერთია.

გამოჩნდება გრაფიკი: ირჩევთ დღეს და საათს. გარდა ამისა, შეტყობინება იგზავნება ტელეფონის ნომერზე, რომელიც ადასტურებს თქვენს მიერ არჩეული ვაქცინაციის დროს და ადგილს.

vakcina 3რეგისტრაციის პირველი დადასტურება გვერდზე

მას შემდეგ რაც ახალციხეში დავრეგისტრირდი, გაურკვევლობისგან დავიბენი. მთელი დღე ყველას ვეუბნებოდი, რომ დავრეგისტრირდი, თითქოს ვცდილობდი საკუთარი თავის დარწმუნებას, რომ მე სწორად ვიქცეოდი. მაგრამ შინაგანად რაღაც მეუბნებოდა, რომ ახალციხეში ვერ მივიდოდი. ახალციხისკენ მიმავალი სერპანტინის გზაზე ფიქრი, რომელსაც ძლივს ვიტან, ყოველ ჯერზე შემზარავი იყო. და გაჩნდა ახალციხეში გამგზავრებაზე უარის თქმის მიზეზი. გავიგე, რომ ვაქცინაცია ახალქალაქთან უახლოეს ქალაქში ნინოწმინდაშიც შესაძლებელია.

vakcina 2რეგისტრაციის გვერდს გაუქმებისა და ვაქცინაციის დროის შეცვლის შესაძლებლობა აქვს 

ნინოწმინდამდე მისასვლელად 20 წუთია საჭირო, ახალციხეში კი ერთი საათი ან მეტი. იმავე ვებგვერდზე booking.moh.gov.ge დაჯავშნის გაუქმების შევსებისას ცნობილი გახდა, რომ Pfizer-ით ვაქცინაცია მხოლოდ ახალქალაქშია შესაძლებელი. დედაჩემმა და მეზობელმა ჩემთან ერთად აცრის სურვილი გამოთქვეს. შფოთვა, მღელვარება და პასუხისმგებლობის გრძნობა გაიზარდა.

ყველა ერთ დღეს, დილით ადრე დავრეგისტრირდით.

ვაქცინაციის წინა ღამე

16 აგვისტოს ღამით, ამინდი გამამხნევებელი არ იყო. მთელი ღამე კოშმარებს ვხედავდი, ელვის, ჭექა -ქუხილის, წვიმისა და მიწისძვრის თანხმლებით. დილით დაქანცული ავდექი. ისე ვემზადებოდი, თითქოს სასიკვდილოდ მივდიოდი. ვფიქრობდი, რომ სახლი გამესუფთავებინა ისე, რომ თუ მოულოდნელად რამე დამემართა, წესრიგი ყოფილიყო. საშინლად ვნერვიულობდი. ახლა, რა თქმა უნდა, ამის გახსენება სირცხვილი და სასაცილოა. მაგრამ ბევრი იყო ჩემნაირად. როგორც ახალქალაქის კლინიკაში მითხრეს, იმ დღეს Pfizer-ის ვაქცინაზე 60 ადამიანი დარეგისტრირდა, მათ შორის ჩვენ სამნი. კიდევ ერთი იმუნიზაციის კაბინეტი ცოტა შორს იყო, იმ ადამიანების რიგი იდგა, რომლებსაც ჩინური ვაქცინით აცრა სურდათ.

ukol1 Pfizer-ის პირველი დოზა

ვაქცინაციის პროცესი

მე პირველი ვიყავი. ექიმმა კითხვარი შეავსო – მკითხა ტატუების, ეპილეფსიის, ქრონიკული დაავადებების, ალერგიისა და სხვა დაავადებების შესახებ, რომლებიც თავიდან ამომივარდა. შემდეგ რტერიული წნევა გამიზომეს, რის შემდეგაც ვუყურებდი, როგორ ამოიღო ექთნმა პატარა ამპულა სპეციალური პატარა მაცივრიდან. იქვე კიდევ უფრო დიდი სპეციალური მაცივარი იდგა. განმიმარტეს, რომ დიდი მაცივარი თერმულ ცვლილებებს ნაკლებად იწვევდა. ექთანმა ოსტატურად შეუშვა წამალი შპრიცში. ინექცია. გაკვირვებული ვიყავი, მაგრამ ტკივილს ვერ ვგრძნობდი. ვაქცინაციის იმ რეაქციაზე გამაფრთხილეს, რომელიც შეიძლება რამდენიმე დღეში მომხდარიყო. მეზობელ ოთახში გამაგზავნეს.

ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ერთი საათი გავატარეთ. ყოველ რამდენიმე წუთში ჩვენთან ინტენსიური თერაპიის ექიმი ან ექთანი მოდიოდა და გვეკითხებოდა როგორ ვგრძნობდით თავს, ჰაერს უფრო ღრმად გვასუნთქებდნენ. მეტი ჰაერისთვის ფანჯარა გააღეს.

ukolიმუნიზაციის კაბინეტი

ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ რიგრიგობით წამოვედით. მთელი დღე თავბრუსხვევას, სისუსტეს, ძილიანობასა და მკლავის ოდნავ ტკივილს ვგრძნობდი. იგივე მდგომარეობა იყო რამდენიმე დღის განმავლობაში და ყველაფერმა გაიარა. სხვებს ტემპერატურა არაუმეტეს 37.5 გრადუსამდე აეწიათ.

მეორე დოზით იმისათვის ავიცერი, რომ უფრო დარწმუნებული ვიყო, დაავადება ჩემთვის საშიში აღარ არის, რომ ვირუსის შეხვედრის შანსი სამჯერ შემცირდა. მე სრულად ვაქცინირებული ვარ.