წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მარცვლეულის მოსავალი ამინდის არახელსაყრელი პირობების გამო შემცირდა.
2021 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 2130 ჰექტარი ხორბალი დათესეს, როგორც საგაზაფხულო, ასევე შემოდგომის კულტურები, 7 381 ჰექტარი ქერი და 326 ჰექტარი შვრია.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს ახალქალაქის საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრის მთავარი სპეციალისტი რამაზ გოგოლაძე ამბობს, რომ გასულ წელთან შედარებით მოსავალი შემცირდა.
”შარშანდელთან შედარებით, წელს მოსავლიანობა შემცირდა, ეს კლიმატური პირობებით არის განპირობებული, რადგან მარცვლეულის მოსავალი წვიმიან სეზონ დაემთხვას, რის შედეგადაც მოსავალი გადაიდო და დიდხანს გაგრძელდა. მაგალითად, თუ ის უნდა გაგრძელებულიყო ორ კვირას, ერთ თვეში დასრულდა. წვიმის გამო ხორბალი იშლებოდა და, შესაბამისად, მოსავალი შემცირდა“, – ამბობს რამაზ გოგოლაძე.
როგორც სპეციალისტმა აღნიშნა, ამჟამად მათ არ შეუძლიათ ზუსტი ინფორმაციის მიწოდება, რადგან ისინი ჯერ არ შეხვდნენ სოფლების წარმომადგენლებს და ფერმერებს, მაგრამ მონაწილეობა მიიღეს რთველში. სავარაუდოდ, ქერის საშუალო მოსავალი ჰექტარზე 1 ტონამდეა, ხოლო ხორბლის – 3 ტონა.
სპეციალისტის თქმით, წელს ყინვებმა არ იმოქმედა მოსავლიანობაზე, ვინაიდან ქერი და ხორბალი ჩვენს რეგიონში ითესება აპრილში და ამ პერიოდში ყინვები არ გვქონია.
ხორბლისა და ქერის დათესილი ფართობი შარშან და წელს პრაქტიკულად არ შეცვლილა. წელს შვრიისთვის გაშენებული ფართობი იყო 326 ჰექტარი, მაგრამ მათ ძირითადად ბალახის სახით იღებდნენ.
რამაზ გოგოლაძე ამბობს, რომ ახალქალაქში ნათესები ითესება ძირითადად არა მოგების, არამედ მოსავლის წრებრუნვის მიზნით, რათა ნიადაგმა კარტოფილის შემდე დაისვენოსგ.
სპეციალისტი აღნიშნავს, რომ კლიმატური პირობებით დაზარალებულთათვის ერთადერთი დახმარება სასოფლო -სამეურნეო დაზღვევაა.