ახალქალაქის სერვის ცენტრმა ნაგვის 200 ახალი კონტეინერი მიიღო. ისინი სოფლებში უკვე დამონტაჟდა.
ცენტრი დროდადრო სოფლებს ახალ ურნებს დგამს. ახალი ნაგვის ურნები 14 სოფელში დამონტაჟდა.
სოფელ კაჩოში 5 ნაგვის კონტეინერი იყო დამონტაჟებული, ახალქალაქში – 3, ბეჟანოში – 3, დილისკში – 14, გადოში – 3, ტურცხში – 3, ლომატურცხეში – 3, ოკამიში – 5, კარსეში – 2, აზმანში – 2, ორჯაში – 6, ჩუნჩხეში – 3, პტენაში – 3 და 7 მარტუნიში.
ახლად დამონტაჟებული კონტეინერების მოცულობა 1 კუბური მეტრია.
ახალქალაქის სერვის ცენტრის დირექტორის არმენ ბიჩახჩიანის თქმით, უახლოეს მომავალში დიდი ტევადობის ახალ ნაგვის მანქანებს მიიღებენ. ისინი დაახლოებით 9 სოფელს მოემსახურება. დიდი კონტეინერები სოფლების გარეთ განთავსდება, რისთვისაც სპეციალურად 10/10 ბეტონის საძირკველი შეიქმნება, რომლის გასწვრივ ნაგვის გადმოსატვირთად ახალი ნაგვის მანქანა იმოძრავებს.