გუშინ, 26 თებერვალს, 18:15 საათზე, ახალქალაქში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი ელექტრო ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც ბოძი გატყდა და ნაწილი ჩამოვარდა, ზედა ნაწილს კი მავთულები იჭერს.
კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომეპმა Jnews-თან სატელეფონო საუბარში თქვა შემდეგი:
„გუშინ საღამოს ამ რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი ელექტრო ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც ის დააზიანა და ბოძი ჩამოვარდა. საგზაო პოლიციამ ოქმი შეადგინა. ჩვენი თანამშრომლები გაფუჭებულ ელექტრო ბოძს დღეს აღადგენენ“.