25 ივლისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2024 წლის ბიუჯეტის ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც ტენდერებიდან დაზოგილი თანხები სხვა სამუშაოებზე იქნება მიმართული.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ 693 000 ლარის ოდენობის ცვლილება შეიტანა. აქედან 370 221 ლარი ტენდერების დაზოგვის შედეგად დაგროვილი თანხაა, ხოლო გარდამავალი ბალანსიდან 322 779 ლარი. თანხები მიმართული იქნება შემდეგ პროექტებზე:

  • ეხტილა-მერენიის გზის რეაბილიტაციისთვის 200 000 ლარი, გათვალისწინებულია ბეტონის გზა
  • სოფელ ხანდოდან ახალქალაქიდან ახალციხემდე მიმავალ გზაზე ალტერნატიული გზის რეაბილიტაციისთვის, რომელიც ასევე იქნება ბეტონის – 200 000 ლარი
  • №1 საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე შენობების დანგრევუსათვის, რომელზეც ბაღის ახალი შენობა უნდა აშენდეს – 13 000 ლარი
  • სოფელ კოთელიაში მემორიალის რეაბილიტაცია – 30 000 ლარი
  • ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 112 ვიდეოკამერის მომსახურება – 30 000 ლარი
  • ახალქალაქის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი სხვადასხვა პროექტების საპროექტო დოკუმენტაციის შეკვეთა – 200 000 ლარი.

ეს თანხა ჩატარებული ტენდერების შედეგად შემდეგ პროექტებზე დაიზოგა:

  • 115 731 ლარი – ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზიდან სოფელ ჩამდურას ცენტრამდე გზის მონაკვეთის რეაბილიტაციიდან
  • 31 202 ლარი – სოფელ ხორენიას ხიდის რეაბილიტაციიდან
  • 158 750 ლარი კარტიკამი-აბულის გზის რეაბილიტაციიდან
  • 57 622 ლარი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში სარიტუალო სახლებისთვის სხვადასხვა ჭურჭლის შეძენიდან

6916 ლარი აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე მინი სტადიონის რეაბილიტაციიდან
ცვლილებების შემდეგ ბალანსი 128 806 ლარს შეადგენს.