ახალქალაქის მუნიციპალიტეტი ფეხბურთის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამის შესახებ მერიის Facebook გვერდზე წერია. განაცხადები მიიღება 1 ოქტომბრამდე.
ჩემპიონატის ორგანიზატორია ახალქალაქის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.
მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან გუნდები როგორც მუნიციპალიტეტის ქალაქიდან, ასევე სოფლებიდან. მონაწილეობის მისაღებად განაცხადი უნდა წარადგინოთ მერიაში, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურში 32 კაბინეტი, 21 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით.