სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრად არარატ მირზოიანი დაინიშნა. განკარგულებას ხელი დღეს, პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა პრემიერ -მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის რეკომენდაციის მოაწერა.
არარატ მირზოიანი იყო ეროვნული კრების წინა, მეშვიდე მოწვევის პარლამენტის სპიკერი.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ვაკანტურია მაისის ბოლოდან არის, როდესაც არა აივაზიანი გადადგა. აქამდე, ივლისის შუა რიცხვებიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი არმენ გრიგორიანი იყო, რომელიც ივლისის შუა რიცხვებში დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ და გადადგა უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტიდან.
დღეს, პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი განკარგულებით, არარატ მირზოიანის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ, გრიგორიანი ხელახლა დაინიშნა უშიშროების საბჭოს მდივნად.