სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 1 417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს ადგილობრივი მედია აქვეყნებს. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში, ვირუსით კიდევ 25 ადამიანი გარდაიცვალა.

სომხეთში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჯამში, 411 878 პირი დაინფიცირდა, აქედან 8 278 გარდაიცვალა, 386 193 კი – გამოჯანმრთელდა.