საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 18 335 ტესტი ჩატარდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 335 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 591 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 744 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 602 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 261 620-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.28%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.98%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.74%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 569 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 252 815-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 269 პირი ემსხვერპლა.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 485 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 208, ხოლო აჭარაში – 175.

სულ 6 ოქტომბრიდან – 5 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 22 566 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 632 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 8 715 პირი, აჭარაში – 811, იმერეთში – 1 487.